კლინიკის შესახებ

კლინიკა „ინიციო“ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც შეიქმნა იმ მიზნით, რომ მომხმარებელს შესთავაზოს სრულიად განსხვავებული, პაციენტზე ორიენტირებული და ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურება მისთვის განსაკუთრეებულად თბილი და კომფორტული გარემოს შექმნით. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით, დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით. ჩვენს კლინიკაში თქვენ მიიღებთ ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამის მკურნალობას და დიაგნოსტიკურ სერვისს, რომელიც ეფუძნება მსოფლიოში აღიარებულ გაიდლაინებსა და პროტოკოლებს, დაგხვდებათ თბილი გარემო და ყურადღებიანი პერსონალი.

გაიგე მეტი ჩვენს შესახებ...

მოგესალმებათ მრავალპროფილური კლინიკა „ინიციოს“ პერსონალი და გთავაზობთ ერთად დავათვარიელოთ ჩვენი კლინიკა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, მირიან მეფის 11ბ. ჩვენთან მოსულ პაციენტებსა და მათ ახლობლებს შეუძლიათ დატოვონ ავტომობილი მათთვის სპეციალურად განკუთვნილ უფასო ავტოსადგომზე. კლინიკის პერსონალი მოხარული და მადლიერი იქნება თუ თქვენ გაითვალისწინებთ კლინიკაში არსებულ ასეპტიკის და ანტისეპტიკის (სანიტარულ) წესებს. კლინიკის მისაღები აღჭურვილია იმ მატერიალური ბაზით რომელიც საჭიროა პაციენტებისა და მათი ახლობლების კომფორტისთვის. აქ თქვენ მიიღებთ თქვენთვის სასურველ ინფორმაციას კლინიკაში არსებული სერვისებისა და მომსახურეობის შესახებ. ამბულატორიული სევისის ფარგლებში კლინიკა „ინიციო“ გთავაზობთ ლაბორატორიული გამოკვლევების ფართო სპეკტრს. თქვენ მოგემსახურებათ რენტგენის და ექოსკოპიის დიაგნოსტიკური კაბინეტები. ასევე ჩვენი კლინიკის ამბულატორიული განყოფილება გთავაზობთ შემდეგი სპეციალისტების მომსახურებას:

-პროქტოლოგი
-ტრავმატოლოგი
-ორთოპედი
-სტომატოლოგი
-ენდოკრინოლოგი
-კარდიოლოგი
-ნევროლოგი
-გინეკოლოგი
-მამოლოგი
-თავ-კისრის ქირურგი
-კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგი

სტაციონარული სერვისის ფარგლებში თქვენს განკარგულებაშია ერთ, ორ და სამ ადგილიანი, ევროპული სტანდარტების დაცვით მოწყობილი, ლუქსის ტიპის კომფორტული პალატები. ჩვენი კლინიკის საოპერაციო ბლოკები აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რაც საშუალებას აძლევს ჩვენ პროფესიონალ ქირურგთა გუნდს ჩაატაროს ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ოპერაციები. საყოველთაოდ ცნობილია რომ პაციენტის მალე გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა როგორც ექიმის მაღალი პროფესიონალიზმი, ასევე პოსტოპერაციული მკურნალობის და დაკვირვების მაღალი ხარისხი, რაც ჩვენთან სრულიად უზრუნველყოფილია. კლინიკის ადმინისტრაცია დიდ ყურადღებას უთმობს პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის ურთიერთობას, რომელიც იწყება სარეგისტრაციო სივრციდან და მთავრდება მაღალი ხარისხის კლინიკური სერვისების მიღებით და რაც მნიშვნელოვანია თქვენი სრული გამოჯანმრთელებით. სამედიცინო პერსონალის ყურადღება, კეთილგანწყობა და პროფესიონალიზმი ჩვენი კლინიკის სავიზიტო ბარათია.

კლინიკა „ინიციოს“ გუნდი გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!
ბეჭდვა