სოფიო ანანიკოვი

სოფიო ანანიკოვი

ექიმი ქირურგი გინეკოლოგი

ექიმის სპეციალიზაცია და პროფესიული უნარები

ექიმი  სოფიო ანანიკოვი ახორციელებს  გინეკოლოგიური პაციენტების კონსულტაციას, გამოკვლევას და მკურნალობას, მათ შორის:

  • საშვილოსნოს და დანამატების ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა;

  • მენოპაუზალური  სინდრომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

  • საკვერცხის დისფუნქცის დიაგნოსტიკა და მკურნალობა; 

  • მენსტრუალური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

  • კონტრაცეფციისა და მენოპაუზის ჰორმონალური თერაპიის შერჩევა;

  • უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

  • ჰიპერპლასტიკური პროცესების (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა ;

  • ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა  და მკურნალობა;  

  • საკვერცხის ცისტების, საშვილოსნოს ფიბროიდების, ადენომიოზის მქონე პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

  • საშვილოსნოს ყელის დაავადებების(ეროზია, პოლიპები, პაპილომატოზი, ლეიკოპლაკია); დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

  • შარდის სტრესული შეუკავებლობის არაქირურგიული მკურნალობა.

გინეკოლოგიური მანიპულაციები:

  • ბიოლოგიური მასალის აღება  ურეთრიდან , საშვილოსნოს ყელიდან და საშოდან, მიკროსკოპული და მიკრობიოლოგიური  გამოკვლევისათვის;

  • კოლპოსკოპია (უბრალო და გაფართოებული); 

  • ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალის ჩადგმა  და ამოღება( მათ შორის  საშვილოსნოსშიგა თერაპიული სისტემის ).

 მცირე გინეკოლოგიური ოპერაციები:

  • ჰისტეროსკოპია;

  • ჰისტერორეზექტოსკოპია; 

  • საშვილოსნოს ყელისა და ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა(კიურეტაჯი); 

  • შეწყვეტილი  მცირე ვადის   ორსულობის დროს  საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა (კიურეტაჟი)  ;

  • პაპილომების, ვულვისა და საშოს კონდილომების ამოკვეთა;

  • საშვილოსნოს ყელისა და  გარე გენიტალიების მიზნობრივი ბიოფსია ; 

  • საშვილოსნოს ყელის ექსციზიური (გაფართოვებული) ბიოფსია;

  • საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების ელექტროკოაგულაცია, ლაზერული და რადიოქირურგიული მკურნალობა;

  • საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს ღრუს  პოლიპების ამოკვეთა ;

  • ენდომეტრიუმის ბიოფსია კიურეტაჟით;

  • ენდომეტრიუმის ასპირაციული ბიოფსია (პაიპელის მეთოდით);

  • ბართოლინის ჯირკვლის, საშოსა და საშვილოსნოს ყელის კისტების მკურნალობა ქირურგიული მეთოდით.

 

ექიმის შესახებ/პროფესიული გამოცდილება

საექიმო საქმიანობის ხანგრძლივობა 15 წელი

2011-2025წწ. საქარტველოს სხვადასხვა კლინიკების ექიმი მეან გინეკოლოგი 

2026 წლიდან პაციენტების მიღებასა  და გინეკოლოგიურ სერვისებს  ახორციელებს კლინიკა ინიციოში.

 

სახელმწიფო სერტიფიკატი

2007 წ. სპეციალობა მეანობა-გინეკოლოგია.

 

განათლება

2005წ. დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 

2005-2007წწ. კლინიკური ორდინატურა სპეციალობაში მეანობა- გინეკოლოგია სანკტ-პეტერბურგის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია სანკტ- პეტერბურგი, რუსეთი.

 

ტრეინინგები/კონფერენციები

ექიმი სოფიო ანანიკოვი მუდმივად მონაწილეობს დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების ადგილობრივ და საერთაშორისო  კლინიკურ ტრეინიგებში, კონფერეციებსა და კონგრესებში.

2012წ.სემინარი ,, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის’’ ყრილობა საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია 

2016წ. ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენციის „მკვდრადშობადობა– საქართველოს რეალობა და გამოწვევები“  მონაწილე, მომხსენებელი,კვლევის თანაავტორი.

2013წ.  ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი, ანკარა სტაჟირება მეანობა-გინეკოლოგიაში  

 

საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციისა და საქართველოს მეან -გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის წევრი.

ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის წევრი.