Giorgi Marikhashvili

Giorgi Marikhashvili

Anesthesiologist-Reanimatologist

ექიმის სპეციალიზაცია და პროფესიული უნარები

ექიმი გიორგი მარიხიშვილი, როგორც  ანესთეზიოლოგი  სპეციალიზირებულია გეგმიური  და გადაუდებელი ქირურგიული ჩარევების უზრუნველსაყოფად  ზოგად ქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში, გინეკოლოგიაში, უროლოგიაში, პროქტოლოგიაში, პლასტიკურ ქირურგიაში და როგორც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ახორციელებს:

  • პაციენტის მდგომარეობის შეფასება ოპერაციამდე. აუცილებელი მკურნალობისა და პაციენტის ანესთეზიისთვის მომზადებასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკური ღონისძიებების დანიშვნა;
  • პოსტოპერაციული პაციენტის მოვლა სასიცოცხლო ფუნქციების სრულ აღდგენამდე;
  • სხვადასხვა ქირურგიული მიმართულების ოპერაციებისას ტკივილის კუპირება ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში;
  • ინტენსიური თერაპია  სხვადასხვა პროფილის მქონე პაციენტებისთვის;
  • ცენტრალური ვენის  კათეტერიზაცია;
  • ტრაქეალური ინტუბაცია სხვადასხვა ხარისხის სირთულის მქონე პაციენტებში მალლამპატის სკალის მიხედვით;
  • ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (ინვაზიური და არაინვაზიური); 
  • ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დისბალანსის კორექცია;
  • თრომბოემბოლიური გართულებების წინასაოპერაციო პროფილაქტიკა

ფლობს საანესთეზიო მხარდაჭერის ყველა მეთოდს სხვადასხვა ქირურგიული პროფილის ოპერაციებისთვის:

  • სედაცია დიაგნოსტიკური პროცედურების დროს;
  • ანესთეზია მინიმალური ინვაზიური ქირურგიის დროს;
  • ზოგადი ანესთეზია: კომბინირებული ენდოტრაქეალური ანესთეზია;
  • ინჰალაციური ანესთეზია; ტოტალური ინტრავენური ანესთეზია;      
  • კომბინირებული ანესთეზია (ენდოტრაქეალური ანესთეზია + ეპიდურალური ანესთეზია); 
  • რეგიონალური ანესთეზია - სპინალური, ეპიდურალური 
  • კომბინირებული სპინალურ-ეპიდურალური ანესთეზია; ეპიდურალური სივრცის კათეტერიზაცია;
  • ზედა და ქვედა კიდურების პერიფერიული ნერვის ბლოკადა.

 

ექიმის შესახებ/პროფესიული გამოცდილება
საექიმო საქმიანობის ხანგრძლივობა 5 წელი
2021-2024 წწ. თბილისის გულის ცენტრის კარდიო რეანიმაცია; თბილისის ამერიკული ჰოსპიტალი ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.
2025 წლიდან ანესთეზიოლოგიურ საქმიანობას ახორციელებს კლინიკა ინიციოში.

 

სახელმწიფო სერთიფიკატი
2021 წ. სპეციალობა ანესთეზიოლოგია - რეანიმატოლოგია

 

განათლება
2016 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი.
2018-2021 წწ. რეზიდენტურა თბილისის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი

 

ტრეინინგები/კონფერენციები
ექიმი გიორგი მარიხაშვილი  მუდმივად  იღებს მონაწილეობას დიპლომის შემდგომი 
უწყვეტი სამედიცინო განათლების ადგილობრივ და საერთაშორისო  კლინიკურ 
ტრინიგებში, კონფერეციებსა და კონგრესებში:
2024 წ. გადაუდებელი კარდიოვასკულარული დახმარების კურსი ექიმებისთვის.
(აკად. ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრი, თბილისი, საქართველო) 
2024 წ. სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური ალგორითმი გადაუდებელი მდგომარეობის დროს. (აკად. ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრი. თბილისი, საქართველო)