Maka Lutidze

Maka Lutidze

Anesthesiologist-Reanimatologist

ექიმის სპეციალიზაცია და პროფესიული უნარები

ექიმი მაკა ლუტიძე, როგორც ანესთეზიოლოგი, სპეციალიზირებულია გეგმიური და გადაუდებელი ქირურგიული ჩარევების უზრუნველსაყოფად ზოგად ქირურგიაში, ტრავმატოლოგიაში, გინეკოლოგიაში, უროლოგიაში, პროქტოლოგიაში, პლასტიკურ ქირურგიაში და როგორც ანესთეზიოლოგი ახორციელებს:

  • პაციენტის მდგომარეობის შეფასება ოპერაციამდე. აუცილებელი მკურნალობისა და პაციენტის ანესთეზიისთვის მომზადებასთან დაკავშირებული დიაგნოსტიკური ღონისძიებების დანიშვნა;
  • პოსტოპერაციული პაციენტის მოვლა სასიცოცხლო ფუნქციების სრულ აღდგენამდე;
  • სხვადასხვა ქირურგიული მიმართულების ოპერაციებისას ტკივილის კუპირება ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში;
  • ინტენსიური თერაპია სხვადასხვა პროფილის მქონე პაციენტებისთვის;
  • ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია;
  • ტრაქეალური ინტუბაცია სხვადასხვა ხარისხის სირთულის მქონე პაციენტებში მალლამპატის სკალის მიხედვით;
  • ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (ინვაზიური და არაინვაზიური); 
  • ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დისბალანსის კორექცია;
  • თრომბოემბოლიური გართულებების წინასაოპერაციო პროფილაქტიკა.

ფლობს საანესთეზიო მხარდაჭერის ყველა მეთოდს სხვადასხვა ქირურგიული პროფილის ოპერაციებისთვის:

  • სედაცია დიაგნოსტიკური პროცედურების დროს;
  • ანესთეზია მინიმალური ინვაზიური ქირურგიის დროს;
  • ზოგადი ანესთეზია - კომბინირებული ენდოტრაქეალური ანესთეზია;
  • ინჰალაციური ანესთეზია; ტოტალური ინტრავენური ანესთეზია;     
  • კომბინირებული ანესთეზია (ენდოტრაქეალური ანესთეზია + ეპიდურალური ანესთეზია); 
  • რეგიონალური ანესთეზია - სპინალური ანესთეზია; ეპიდურალური ანესთეზია, კომბინირებული სპინალურ-ეპიდურალური ანესთეზია, ეპიდურალური სივრცის კათეტერიზაცია.

 

ექიმის შესახებ/პროფესიული გამოცდილება
საექიმო საქმიანობის ხანგრძლივობა 24 წელი.
2001-2024 წწ. კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი; ქ. თბილისის I საავადმყოფო; 
კლინიკა “ემბრიო” ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.
2023 წლიდან ანესთეზიოლოგიურ საქმიანობას ახორციელებს კლინიკა ინიციოში.

 

სახელმწიფო სერტიფიკატი
2001 წ. სპეციალობა ანესთეზიოლოგია.
2024 წ. სპეციალობა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია.

 

განათლება
1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 
სამკურნალო ფაკულტეტი.
1996-1998 წწ. კლინიკური ორდინატურა თბილისის მე-2 კლინიკური საავადმყოფოს 
ბაზაზე.

 

ტრეინინგები/კონფერენციები
ექიმი მაკა ლუტიძე  მუდმივად იღებს მონაწილეობას დიპლომის შემდგომი 
უწყვეტი სამედიცინო განათლების ადგილობრივ და საერთაშორისო  კლინიკურ 
ტრინიგებში, კონფერეციებსა და კონგრესებში:
2024 წ. გადაუდებელი კარდიოვასკულარული დახმარების კურსი ექიმებისთვის.
(აკად. ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრი. თბილისი, საქართველო)
2024 წ. პალიატიური მზრუნველობა - ქრონიკული ტკივილის მართვა. (კლინიკური
ონკოლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, საქართველო)