გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD) არის ქრონიკული მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის მჟავა რეგულარულად ბრუნდება საყლაპავში. შედეგად ჩნდება გულძმარვა, ტკივილი მკერდის არეში და ზოგჯერ ყელის ან ხმის იოგების გაღიზიანებაც კი. რეფლუქსის ხშირი და ხანგრძლივი სიმპტომები საჭიროებს გასტროენტეროლოგის ჩარევას.

 


რა იწვევს რეფლუქსს

რეფლუქსის მთავარი მიზეზია საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითება - ის სარქველი, რომელიც ჩვეულებრივ ხელს უშლის კუჭის მჟავას ზემოთ დაბრუნებას.
 გამომწვევ ფაქტორებად შეიძლება იყოს:
 • ჭარბი წონა
 • დიდი ულუფებით ან გვიან ღამით კვება
 • ცხარე, ცხიმიანი ან ტკბილი საკვები
 • ალკოჰოლი, ყავა და გაზიანი სასმელები
 • მოწევა
 • მჭიდრო ტანსაცმელი მუცლის არეში
 • ორსულობა

 


რა სიმპტომები ახასიათებს რეფლუქსს

რეფლუქსის ყველაზე გავრცელებული ჩივილებია:
 • გულძმარვა ან წვის შეგრძნება მკერდის არეში
 • მჟავე გემო პირში
 • ყელის ტკივილი ან ხმის ბოხი ტემბრი
 • ყლაპვის გაძნელება
 • მშრალი ხველა, განსაკუთრებით ღამით
 • ტკივილი ზედა მუცლის ან გულმკერდის არეში

რეფლუქსის სიმპტომები ხშირად ძლიერდება ჭამის შემდეგ ან წოლისას, ამიტომ ცხოვრების წესის მცირე კორექტირებაც კი მნიშვნელოვნად ამსუბუქებს მდგომარეობას.

 

 

როგორ ტარდება დიაგნოსტიკა

სწორი დიაგნოზის დასასმელად ტარდება:
 • გასტროსკოპია - კუჭისა და საყლაპავის ლორწოვანი გარსის შეფასება
 • 24-საათიანი pH-მონიტორინგი
 • ლაბორატორიული ანალიზები საჭიროებისამებრ



როგორ ხდება მკურნალობა

რეფლუქსის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს როგორც მედიკამენტურ, ისე ცხოვრებისეული ჩვევების კორექციას:
 • მსუბუქი კვება - მცირე ულუფებით, დღეში რამდენჯერმე
 • მავნე ჩვევების შეზღუდვა (ალკოჰოლი, მოწევა, ყავა)
 • წოლის წინ მინიმუმ 2–3 საათით ადრე კვება
 • წონის ნორმალიზება
 • პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ან ანტაციდების დანიშვნა ექიმის რეკომენდაციით

 


როდის უნდა მიმართოთ ექიმს

გასტროენტეროლოგთან ვიზიტი აუცილებელია, თუ გაქვთ:
 • გულძმარვა კვირაში რამდენჯერმე
 • ტკივილი ან წვის შეგრძნება ჭამის შემდეგ
 • ყლაპვის გაძნელება ან ხმის ცვლილება
 • მუდმივი ხველა ან ყელის გაღიზიანება

დროული ვიზიტი დაგეხმარებათ გართულებების თავიდან აცილებაში - მათ შორის საყლაპავის ანთებისა და წყლულების განვითარებაში.

 


რატომ ინიციო

კლინიკა „ინიციოში“ რეფლუქსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ტარდება თანამედროვე აპარატურითა და ინდივიდუალური მიდგომით.
 ჩვენი გასტროენტეროლოგები მიზნად ისახავენ არა მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებას, არამედ მიზეზის აღმოფხვრას და თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.