ინფორმაცია კლინიკა ინიციოს პაციეტებისთვის
კლინიკის სამუშაო საათები.
ამბულატორიული სამსახურის მუშაობის გრაფიკი
09:00-დან 19:00- მდე სამუშაო დღეები
09:00-დან 15:00 -მდე შაბათი
10:00 -დან 14:00მდე კვირა
სტაციონარული სამსახურის მუშაობის გრაფიკი
სადღეღამისო, დასვენების დღეების გარეშე
პაციენტის ჩაწერა სპეციალისტთან
კლინიკა ინიციოში სამედიცინო მომსახურეობის გაწევა ხორციელდება წინასწარი ჩაწერით. ჩაწერა შესაძლებელია როგორც ტელეფონით ნომერზე 0322800815 ასევე ვებ გვერდზე ჩაწერის სპეციალური ფორმით ან უშუალოდ რეგისტრატურაში მიმართვით.
თავისუფალი დროის არსებობის შემთხვევაში სპეციალისტთან მიღება შეიძლება წინასწარი ჩაწერის გარეშე.
პაციენტის მიღება სპეციალისტთან
პაციენტის მიღება ხორციელდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით. 18 წლამდე პაციენტებისათვის -თანმხლები ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებული მოწმობის და არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ან პირადობის ნომრის წარდგენით. ნათესავის ან მესამე პირის თანხლების შემთხვევაში მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის წარდგენით.
პაციენტის წინასწარი ინფორმირება
სპეციალისტის სამუშაო გრაფიკის ცვლილების შემთხვევაში , კლინიკა ახორციელებს პაციენტის ინფორმირებას დაგეგმილი ვიზიტის დროისა თუ თარიღის ცვლილების შესახებ, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ზარით ან sms საშუალებით.
კლინიკა არ იღებს პასუხისმგებლობას, თუ პაციენტის გაფრთხილება შეუძლებელია - ტელეფონი გამორთულია, არასწორი ტელეფონის ნომერია მითითებული ან პაციენტი არ პასუხობს ზარებს.
ვიზიტზე დაგვიანება
რათა ჯეროვნად იყოს გაფორმებული ყველა დოკუმენტაცია, სასურველია პაციენტი კლინიკაში გამოცხადდეს დაგეგმილ ვიზიტამდე 15 წუთით ადრე.
თუ პაციენტი აგვიანებს ვიზიტზე კლინიკას შეუძლია შეცვალოს ვიზიტის თარიღი და დრო.
თუ პაციენტი ვერ ახერხებს ვიზიტზე დროულად მოსვლას , მან 1 საათით ადრე, ტელეფონით უნდა გააფრთხილოს ქოლ ცენტრის ოპერატორი
სამედიცინო დოკუმენტაციის გაფორმება
პირველადი მომართვის შემთხვევაში, ამბულატორიული ელექტრონული სამედიცინო ბარათის გახსნამდე , პაციენტი ან მისი კანონიერი წარმომდგენელი ხელს აწერს ნებაყოფლობით ინფორმაციულ თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და სამედიცინო მომსახურეობის გაწევაზე. ასევე განცხადებას ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით მიღებაზე.
პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ბარათი წარმოადგენს კლინიკა ინიციოს საკუთრებას და ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულ კლინიკის სერვერზე.
დოკუმენტაციის შესაბამისი წესით გაფორმებისათვის სასურველია პაციენტმა მომართოს კლინიკას დაგეგმილ ვიზიტამდე 15 წუთით ადრე.
იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი უარს ამბობს ხელი მოაწეროს ნებაყოფლობით ინფორმაციულ თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და სამედიცინო მომსახურეობის გაწევაზე, კლინიკა უფლებამოსილია არ მიიღოს პაციენტი.
საავადმოფო ფურცლის გაცემა
შრომისუუნარო პაციენტზე პირველადი საავადმყოფო ფურცლის გაცემა ან გაგრძელება ხდება იმ დღიდან როცა პაციენტმა პირადად მომართა კლინიკას . გამონაკლის წარმოადგენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დოკუმენტის არსებობა. ამ შემთხვევაში პაციენტმა კლინიკას უნდა მიმართოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა. შესაბამისად საავადმყოფო ფურცელი გაიცემა პაციენტის კლინიკაში ვიზიტის წინა დღიდან.
სახელმწიფო დაზღვევის მომხმარებლებს
კლინიკა ახორციელებს სამედიცინო მომსახურეობის ფასიან ამბულატორიულ სერვისებს. კლინიკა არ მონაწილეობს ამბულატორიული სერვისების სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის სისტემაში.
პაციენტს აქვს შესაძლობა მიიღოს უფასო ამბულატორიული სერვისები იმ სამედიცინო დაწესებულებებში , რომლებიც უზრუნველყოფენ ამ სერვისების განხორციელებას სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში.
სტაციონალური პაციენტებისათვის კლინიკა ახორციელებს უფასო გეგმიურ სამედიცინო მომსახურეობას სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, სსიპ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ კლინიკაზე გაცემული ლიცენზიის შესაბამისად. ასეთი სერვისების მიღების შემთხვევაში პაციენტთან ან მის კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურეობის გაწევაზე.
კერძო დაზღვევის მომხმარებლებს
კლინიკა წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ყველა სადაზღვეო კომპანიის პროვაიდერს.
პაციენტები რომლებიც დაზღვეული არიან საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებში, შეუძლიათ კლინიკაში მიიღონ როგორც ამბულატორიული ასევე გეგმიური სტაციონალური სერვისები, სადაზღვევო პაკეტის შესაბამისად.
კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეული პაციენტები ან მათი კანონიერი წარმომადგენელი პირველადი მომართვის შემთხვევაში ხელს აწერენ ინფორმაციულ თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. სტაციონალური სერვისების მიღების შემთხვევაში პაციენტთან ან მის კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურეობის გაწევაზე.
ფასიანი სამედიცინო მომსახურეობა
პაციენტებს , რომლებიც არ არიან ჩართული სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის სისტემაში ან არ გააჩნიათ კერძო სადაზრვევო კომპანიების სამედიცინო დაზღვევის პაკეტები კლინიკაში გეგმიური სამედიცინო სერვისების მიღება შეუძლიათ მხოლოდ ფასიანი სამედიცინო მომსახურეობის ფარგლებში. კლინიკის მიერ დამტკიცებული შიდა ტარიფების შესაბამისად. ამ შემთხვევაში სტანდარტული ინფორმაციული თანხმობების გარდა პაციენტთან ან მის კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება ხელშეკრულება ფასიან სამედიცინო მომსახურეობაზე.
სანიტარულ ეპიდემიოლოგიური რეჟიმი.
პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს, გამონაკლისის გარეშე, შეუძლიათ იმყოფებოდნენ კლინიკაში მხოლოდ ბახილებით.
კლინიკაში შემოსვლა ცხოველებით აკრძალულია!
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
კლინიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: სანდრო მაისურაძე; ტელ: 599 36 18 78; ელ. ფოსტა: sandromaisuradze50@gmail.com
შპს „ინიციო“-ს კლინიკის მიერ მონაცემთა დამუშვების მიზანს წარმოადგენს: პაციენტთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა; ამბულატორიული ან/და სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება; დიაგნოზის დადგენა; პირის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესების დაცვა; მონაცემთა დაარქივება; საჩივრებზე რეაგირება; სადაზღვევო კომპანიებიდან ანაზღაურების მიღება; სუბიექტთან სამართალურთიერთობაში შესვლა; პირის, საკუთრების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა; არასრულწლოვნის უფლებების დაცვა; სხვა ლეგიტიმური მიზნები.
- კლინიკა მონაცემებს ამუშავებს სულ მცირე ერთ-ერთი საფუძვლით: მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა; მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით, კანონქვემდებარე აქტით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო/ადგილობრივი პროგრამით/ქვეპროგრამით; მონაცემთა დამუშავება საჭიროა კლინიკის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მათ შორის, ეპიდემიის მონიტორინგის ან/და მისი გავრცელების აღკვეთისთვის; მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კლინიკის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი; მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
- საპასპორტო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი/მაიდენტიფიცირებელი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი) მონაცემთა მიწოდება აუცილებელი პირობაა სუბიექტის რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციისათვის, მონაცემთა მიუწოდებლობის შემთხვევაში კლინიკა ვერ გაუწევს მომსახურეობას სუბიექტს.
- ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, საცხოვრებელი ადგილი , სამუშაო ადგილი და დაკავებული პოზიცია, ამ მონაცემებს რეგისტრატორი იღებს მხოლოდ სუბიექტის სურვილის შემთხვევაში, სუბიექტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და მისი გადამოწმება არ ხდება. კლინიკა არ აგებს პასუხს ამ ინფორმაციის სისწორეზე. ამ მონაცემების არარსებობამ ან /და უზუსტობამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკის მხრიდან ისეთი სამედიცინო სერვისის გაწევის შეფერხება როგორიცაა: სამედიცინო პერსონალის პაციენტთან დაკავშირება; სახელმწიფო საყოველთაო სადაზღვევო სერვისებზე მიუწვდომლობა; ექიმის ბინაზე მომსახურეობის სერვისი; საავადმყოფო ფურცლის გაცემა და სხვა. იმ სამედიცინო სერვისებს, რომლებიც ამ მონაცემებთან არაა კავშირში სუბიექტი კლინიკაში მიიღებს დაუბრკოლებლად.
- მონაცემთა მიმღები არის კლინიკის პერსონალი ან/და კლინიკასთან ხელშეკრულების საფუძველზე აუტსორიზე გატანილი ლაბორატორიული კვლევების განმახორციელებელი ლაბორატორიის, რეფერალის შემთხვევაში კი სხვა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი ან/და სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელთაც პროფესიული კავშირი აქვთ სუბიექტისთვის მომსახურების გაწევასთან.
- პირის მონაცემები, რომელიც ცნობილი გახდა კლინიკისათვის ინახება, კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ვადით: სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მონაცემები - არანაკლებ 15 წლის ვადით, ხოლო ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არანაკლებ 5 წლის ვადით. ან მონაცემები ინახება იმ ვადით, რა ვადაცაა საჭირო მიზნის მისაღწევად.
- სუბიექტს უფლება აქვს: მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე, გაეცნოს მის შესახებ მონაცემებს და მიიღოს ასლები, მოითხოვოს მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა, დამუშავების შეწყვეტა, გამოიხმოს თანხმობა, გაასაჩივროს საკითხი მონაცემთა დაცვის სამსახურში/სასამართლოში.
გაცნობებთ, რომ მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები ფიქსირდება ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში(EHR),. ამ სისტემის საშუალებით, აღნიშნული მონაცემები შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს მხოლოდ იმ ექიმებისთვის, რომლებსაც სუბიექტი მიმართავთ სამედიცინო მომსახურების მიზნით. ადრე ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის ცოდნა დაეხმარება სუბიექტის მკურნალ ექიმს ხარისხიანად წარმართოს სამედიცინო მომსახურეობის პროცესი. სხვა პირებისთვის ან სხვა მიზნებით მონაცემებთან წვდომა შეზღუდულია. ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში(EHR), მონაცემების გადაცემის სტატუს (ხილული ან დაფარული) განსაზღვრას მონაცემთა სუბიექტი შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით.
თანხმობა გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მონაცემთა სუბიექტს ნებისმიერ დროს შეუძლია მოახდინოთ სამედიცინო მომსახურების ცალკეული ეპიზოდის მონაცემებზე ხელმისაწვდომობის სტატუსის შეცვლა (მისი დაფარვა ან გახსნა),მონაცემებთან წვდომის სტატუსის მართვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს კლინიკაში სუბიექტის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენით ან კლინიკისადმი ელექტრონული ფორმით მიმართვით ან სუბიექტის მიერ ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში არსებული პაციენტის გვერდის საშუალებით.