
ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია: როგორ ამოვიცნოთ დარღვევა და რატომ არის დროული მკურნალობა კრიტიკული
ფარისებრი ჯირკვალი მცირე ზომის, თუმცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც არეგულირებს მეტაბოლიზმს, ენერგიის ხარჯვას, თერმორეგულაციასა და ორგანიზმის ზოგად ჰომეოსტაზს. ნებისმიერი დარღვევა მის ფუნქციონირებაში აისახება პრაქტიკულად ყველა სისტემის მუშაობაზე.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ძირითადი დარღვევები
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები უმეტესად ორი ტიპისაა:
- ჰიპოთირეოზი - ჰორმონების გამოყოფის დაქვეითება
- ჰიპერთირეოზი - ჰორმონების ჭარბი გამომუშავება
ამ მდგომარეობების გამომწვევი მიზეზებია: აუტოიმუნური დაავადებები (ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, გრეივსის დაავადება), იოდდეფიციტი, კვანძოვანი წარმონაქმნები, მემკვიდრეობითი ფაქტორები და ზოგჯერ-გარე ჩარევები ან მედიკამენტური გავლენაც კი.
სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის დარღვევაზე მიანიშნებდეს
- მუდმივი დაღლილობა ან ენერგიის კლება
- წონაში ცვლილებები ცხოვრების სტილის დარღვევის გარეშე
- მეხსიერების გაუარესება და კონცენტრაციის პრობლემა
- კანის სიმშრალე ან ჭარბი ოფლიანობა
- არარეგულარული გულისცემა
- დეპრესიული ან მომატებული ნერვული ფონი
- მენსტრუალური ციკლის ცვლილებები
- ყელის არეში სიმძიმე ან შეშუპება
სიმპტომები შესაძლოა დროთა განმავლობაში გაძლიერდეს და გავლენა იქონიოს ცხოვრების ხარისხზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტიკა.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია პირველ რიგში შეფასდება სისხლის ჰორმონულ ანალიზებზე დაყრდნობით (TSH, T3, T4) და საჭიროების შემთხვევაში ულტრაბგერითი კვლევით. მკურნალობა ინდივიდუალურად ირჩევა და შესაძლოა მოიცავდეს მედიკამენტურ თერაპიას, იოდდეფიციტის შევსებას ან, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ქირურგიულ ჩარევას.
კლინიკა ინიციოს ენდოკრინოლოგიური მიმართულება სრულად აღჭურვილია ზუსტი დიაგნოსტიკისა და თანამედროვე მკურნალობისთვის.
გრძნობთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს? დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის:
მისამართი: მირიან მეფის №11ბ
ტელეფონი: 032 2 800 815