აკნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დერმატოლოგიური პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მოზარდობის პერიოდში, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში შეგვხვდეს. ეს არ არის მხოლოდ კანის ესთეტიკური პრობლემა - აკნე გავლენას ახდენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც და საჭიროებს სერიოზულ და სწორად დაგეგმილ მკურნალობას.
რა იწვევს აკნეს?
აკნეს გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად ის ჩნდება იმის გამო, რომ კანის ცხიმოვანი ჯირკვლები ჭარბად წარმოქმნიან ცხიმს (სებუმს), რომელიც ერთიანდება მკვდარ უჯრედებთან და ბრუნდება ფორებში. ამ პროცესს ხშირად ერთვის ბაქტერიები და ვითარდება ანთებითი პროცესი - გაწითლება, მტკივნეულობა და კანის ზედაპირზე ჩნდება შავი ან თეთრი თავებით ბუშტუკები.
ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს აკნეს განვითარებას
- ჰორმონალური ცვლილებები (განსაკუთრებით მოზარდობის, მენსტრუალური ციკლის, ორსულობის პერიოდში)
- გენეტიკური წინაპირობა
- არასწორი კანის მოვლა ან კოსმეტიკის გამოყენება
- სტრესი და კვების არაჯანსაღი რეჟიმი
როგორ ხდება მკურნალობა?
აკნეს მკურნალობა ყოველთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სიმძიმის ხარისხზე. ხშირად პაციენტებს სჭირდებათ როგორც ადგილობრივი, ასევე სისტემური მკურნალობა. ინიციოში ჩვენს დერმატოლოგებს საშუალება აქვთ ჩაატარონ დეტალური დიაგნოსტიკა და შეარჩიონ მკურნალობის ისეთი სქემა, რომელიც ეფექტურად ებრძვის არა მხოლოდ გარეგან გამოვლენას, არამედ ძირეულ მიზეზებსაც.
გამოიყენება:
- სამკურნალო მალამოები და გელები
- ანტიბიოტიკები
- ჰორმონული პრეპარატები (საჭიროების შემთხვევაში)
- ლაზერული თერაპია ან ქიმიური პილინგები
რატომ ინიციო?
ინიციოში პაციენტებს ვთავაზობთ სრულფასოვან დერმატოლოგიურ მომსახურებას - კვალიფიციური კონსულტაციიდან თანამედროვე მკურნალობის მეთოდებამდე. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ კანის მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ ფსიქოემოციური კომფორტის დაბრუნება.