გინეკოლოგია
საკვერცხეების კისტა - გავრცელებული, მაგრამ მართვადი გინეკოლოგიური მდგომარეობა

საკვერცხეების კისტა - გავრცელებული, მაგრამ მართვადი გინეკოლოგიური მდგომარეობა

საკვერცხეების კისტა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გინეკოლოგიური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ასაკის ქალებში გვხვდება. კისტა წარმოადგენს სითხით სავსე წარმონაქმნს საკვერცხეში ან მის ზედაპირზე და უმეტეს შემთხვევაში კეთილთვისებიანია.

ბევრ შემთხვევაში საკვერცხეების კისტა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თვითნებურად ქრება, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში შესაძლოა საჭირო გახდეს აქტიური მეთვალყურეობა ან მკურნალობა.



რატომ ვითარდება საკვერცხეების კისტა?

კისტების უმრავლესობა ჰორმონულ პროცესებთან არის დაკავშირებული და ფუნქციური ხასიათისაა. თუმცა არსებობს სხვა ტიპის კისტებიც, რომლებიც განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს.

რისკ-ფაქტორებად ითვლება:

  • ჰორმონული დისბალანსი
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა
  • ენდოკრინული დაავადებები
  • ქრონიკული სტრესი
  • ანთებითი გინეკოლოგიური პროცესები
  • ენდომეტრიოზი



რა სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს კისტის არსებობაზე?

საკვერცხეების კისტა ხშირად არ იწვევს აშკარა ჩივილებს, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს:

  • ტკივილი ან სიმძიმე მენჯის არეში
  • ტკივილი ფიზიკური დატვირთვის ან სქესობრივი კონტაქტის დროს
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა
  • შებერილობის შეგრძნება
  • შარდვის გახშირება
  • უეცარი, ძლიერი ტკივილი (კისტის გართულების შემთხვევაში)

სიმპტომების უგულებელყოფა არ არის რეკომენდებული, რადგან ზოგიერთი კისტა საჭიროებს დროულ სამედიცინო ჩარევას.



დიაგნოსტიკა - ზუსტი შეფასება სწორი მართვისთვის

საკვერცხეების კისტის დასადგენად კლინიკა ინიციოში გამოიყენება თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები:

  • გინეკოლოგიური ულტრასონოგრაფია — კისტის ზომისა და ტიპის განსაზღვრა
  • საჭიროების შემთხვევაში — MRI
  • ჰორმონალური და ლაბორატორიული კვლევები

სწორი დიაგნოზი განსაზღვრავს მართვის ტაქტიკას და თავიდან აგვარიდებს ზედმეტ ჩარევებს.



მკურნალობა - ინდივიდუალური მიდგომით

კისტის მართვა დამოკიდებულია მის ტიპზე, ზომაზე, სიმპტომებზე და პაციენტის ასაკზე.

კლინიკა ინიციოში მკურნალობა მოიცავს:

  • დაკვირვებით მართვას ფუნქციური კისტების შემთხვევაში
  • მედიკამენტურ თერაპიას ჰორმონული რეგულაციისთვის
  • მინიმალურად ინვაზიურ ქირურგიულ ჩარევებს
  • ლაპაროსკოპიულ ოპერაციებს საჭიროების შემთხვევაში
  • პოსტმკურნალობის მონიტორინგს

მიზანია საკვერცხის ფუნქციის შენარჩუნება და გართულებების პრევენცია.



როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი?

გინეკოლოგთან კონსულტაცია რეკომენდებულია, თუ:

  • გაქვთ მენჯის არეში ტკივილი ან დისკომფორტი
  • დაგერღვათ მენსტრუალური ციკლი
  • გაწუხებთ შებერილობა ან წნევის შეგრძნება
  • ტკივილი უეცრად და ინტენსიურად დაიწყო

დროული ვიზიტი მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს.



ინიციო - გინეკოლოგიური ზრუნვა სიზუსტითა და გამოცდილებით

კლინიკა ინიციო გინეკოლოგიური მიმართულებით უზრუნველყოფს სრულ სერვისს - დიაგნოსტიკიდან მკურნალობასა და გრძელვადიან მეთვალყურეობამდე.

ჩვენი გუნდი მუშაობს თანამედროვე სტანდარტებით, ინდივიდუალური და ქალის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომით.

ორთოპედ-ტრავმატოლოგია
კოჭ-წვივის ართროზი - გავრცელებული, მაგრამ მართვადი ორთოპედიული პრობლემა

კოჭ-წვივის ართროზი - გავრცელებული, მაგრამ მართვადი ორთოპედიული პრობლემა

კოჭ-წვივის სახსრის ართროზი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პათოლოგიაა, რომელიც ვითარდება სახსრის ხრტილის თანდათანობითი დაზიანებით. ეს პროცესი იწვევს ტკივილს, მოძრაობის შეზღუდვას და საბოლოოდ - ცხოვრების ხარისხის გაუარესებას.

თუმცა თანამედროვე მედიცინა გვაძლევს შესაძლებლობას, ართროზი დროულად აღმოვაჩინოთ, შევანელოთ მისი პროგრესი და, საჭიროების შემთხვევაში, ეფექტიანი მკურნალობა შევარჩიოთ.



რატომ ზიანდება კოჭ-წვივის სახსარი?

კოჭ-წვივის სახსარი ყოველდღიურად ატარებს სხეულის სრულ მასას, ამიტომ განსაკუთრებით მგრძნობიარეა გადატვირთვისა და დაზიანებების მიმართ.

ართროზის განვითარების რისკს ზრდის:

  • წარსული ტრავმები (დამტვრევები, მყეს–ლიგამენტების დაზიანებები)
  • ქრონიკული გადატვირთვა
  • ჭარბი წონა
  • გენეტიკური მიდრეკილება
  • ასაკობრივი ცვლილებები
  • ტერფის დეფორმაციები (მაგ. Hallux valgus, ბრტყელტერფიანობა)



რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება? – ძირითადი სიმპტომები

კოჭ-წვივის ართროზი ნელა პროგრესირებს, თუმცა დროთა განმავლობაში სიმპტომები შესამჩნევად ძლიერდება:

  • ტკივილი სიარულისას ან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ
  • მოძრაობის შეზღუდვა, „გაჭედვის“ შეგრძნება
  • შეშუპება ან მსუბუქი ანთება
  • ტკაცუნის ხმა მოძრაობისას
  • დილით გაშეშება
  • მძიმე შემთხვევებში - სახსრის დეფორმაცია და ხანგრძლივი კოჭლობა

სიმპტომების უგულებელყოფა შეიძლება გამოიწვიოს პროგრესირება, რის შემდეგაც კონსერვატიული მკურნალობა ნაკლებად ეფექტიანი ხდება.



დიაგნოსტიკა - ინსტრუმენტული და კლინიკური შეფასება

კოჭ-წვივის ართროზის დასადგენად ინიციოში ტარდება:

  • რენტგენოგრაფია - შეფასდება სახსრის სივრცე და ძვლის ცვლილებები
  • ულტრასონოგრაფია - ანთებითი პროცესები რბილ ქსოვილებში
  • MRI - საჭიროების შემთხვევაში, ხრტილისა და ლიგამენტების დეტალური შესწავლისთვის

სწორი დიაგნოზი - სწორად შერჩეული მკურნალობის საფუძველია.



მკურნალობა - ინდივიდუალური მიდგომით

მიზანია ტკივილის შემცირება, ფუნქციის აღდგენა და დაავადების პროგრესის შენელება.

ინიციოში მკურნალობა მოიცავს:

  • მედიკამენტურ თერაპიას (ანთების კონტროლი, ტკივილის მართვა)
  • სახსარშიდა ინექციებს: ჰიალურონის მჟავა, PRP, SVF
  • დატვირთვის ოპტიმიზაციას და ორთოპედიულ საშუალებებს
  • მძიმე ართროზის დროს - ტერფის ან კოჭ-წვივის სახსრის კორექტირებადი ოპერაციები
  • პროგრესირებული შემთხვევებში - სახსრის ენდოპროთეზირება



რატომ არ უნდა გადაიდოს მკურნალობა?

ართროზი პროგრესირებადი პროცესია - რაც უფრო ადრე დაიწყება მართვა, მით მეტია შანსი:

  • ტკივილის შემცირებაზე
  • მოძრაობის გაჯანსაღებაზე
  • ოპერაციის თავიდან აცილებაზე
  • ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაზე

დაგვიანებულ ეტაპზე ცვლილებები უკვე შეუქცევადი ხდება და ქირურგია ხშირად ერთადერთი გამოსავალია.



ინიციო - სრული სერვისი ერთ სივრცეში

კლინიკა ინიციოში ორთოპედ-ტრავმატოლოგიური მიმართულება პაციენტებს სთავაზობს სრული ციკლის მომსახურებას - დიაგნოსტიკიდან რეაბილიტაციამდე.
ჩვენი ექიმების გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინდივიდუალურად დაგეგმილი მკურნალობა უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტიან შედეგს.

თუ გაქვთ ტკივილი, დისკომფორტი ან მოძრაობის შეზღუდვა - საუკეთესო დრო დიაგნოსტიკისთვის სწორედ ახლაა.

გასტროენტეროლოგია
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კუჭ-ნაწლავის პრობლემა

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კუჭ-ნაწლავის პრობლემა

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD) არის ქრონიკული მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის მჟავა რეგულარულად ბრუნდება საყლაპავში. შედეგად ჩნდება გულძმარვა, ტკივილი მკერდის არეში და ზოგჯერ ყელის ან ხმის იოგების გაღიზიანებაც კი. რეფლუქსის ხშირი და ხანგრძლივი სიმპტომები საჭიროებს გასტროენტეროლოგის ჩარევას.

 


რა იწვევს რეფლუქსს

რეფლუქსის მთავარი მიზეზია საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დაქვეითება - ის სარქველი, რომელიც ჩვეულებრივ ხელს უშლის კუჭის მჟავას ზემოთ დაბრუნებას.
 გამომწვევ ფაქტორებად შეიძლება იყოს:
 • ჭარბი წონა
 • დიდი ულუფებით ან გვიან ღამით კვება
 • ცხარე, ცხიმიანი ან ტკბილი საკვები
 • ალკოჰოლი, ყავა და გაზიანი სასმელები
 • მოწევა
 • მჭიდრო ტანსაცმელი მუცლის არეში
 • ორსულობა

 


რა სიმპტომები ახასიათებს რეფლუქსს

რეფლუქსის ყველაზე გავრცელებული ჩივილებია:
 • გულძმარვა ან წვის შეგრძნება მკერდის არეში
 • მჟავე გემო პირში
 • ყელის ტკივილი ან ხმის ბოხი ტემბრი
 • ყლაპვის გაძნელება
 • მშრალი ხველა, განსაკუთრებით ღამით
 • ტკივილი ზედა მუცლის ან გულმკერდის არეში

რეფლუქსის სიმპტომები ხშირად ძლიერდება ჭამის შემდეგ ან წოლისას, ამიტომ ცხოვრების წესის მცირე კორექტირებაც კი მნიშვნელოვნად ამსუბუქებს მდგომარეობას.

 

 

როგორ ტარდება დიაგნოსტიკა

სწორი დიაგნოზის დასასმელად ტარდება:
 • გასტროსკოპია - კუჭისა და საყლაპავის ლორწოვანი გარსის შეფასება
 • 24-საათიანი pH-მონიტორინგი
 • ლაბორატორიული ანალიზები საჭიროებისამებრ



როგორ ხდება მკურნალობა

რეფლუქსის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს როგორც მედიკამენტურ, ისე ცხოვრებისეული ჩვევების კორექციას:
 • მსუბუქი კვება - მცირე ულუფებით, დღეში რამდენჯერმე
 • მავნე ჩვევების შეზღუდვა (ალკოჰოლი, მოწევა, ყავა)
 • წოლის წინ მინიმუმ 2–3 საათით ადრე კვება
 • წონის ნორმალიზება
 • პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ან ანტაციდების დანიშვნა ექიმის რეკომენდაციით

 


როდის უნდა მიმართოთ ექიმს

გასტროენტეროლოგთან ვიზიტი აუცილებელია, თუ გაქვთ:
 • გულძმარვა კვირაში რამდენჯერმე
 • ტკივილი ან წვის შეგრძნება ჭამის შემდეგ
 • ყლაპვის გაძნელება ან ხმის ცვლილება
 • მუდმივი ხველა ან ყელის გაღიზიანება

დროული ვიზიტი დაგეხმარებათ გართულებების თავიდან აცილებაში - მათ შორის საყლაპავის ანთებისა და წყლულების განვითარებაში.

 


რატომ ინიციო

კლინიკა „ინიციოში“ რეფლუქსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ტარდება თანამედროვე აპარატურითა და ინდივიდუალური მიდგომით.
 ჩვენი გასტროენტეროლოგები მიზნად ისახავენ არა მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებას, არამედ მიზეზის აღმოფხვრას და თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

 

გინეკოლოგია
საშვილოსნოს მიომა - გავრცელებული, მაგრამ კონტროლირებადი გინეკოლოგიური პრობლემა

საშვილოსნოს მიომა - გავრცელებული, მაგრამ კონტროლირებადი გინეკოლოგიური პრობლემა

საშვილოსნოს მიომა ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც წარმოიქმნება საშვილოსნოს კუნთოვან შრეში. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ქალის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. სწორედ ამიტომ, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა გადამწყვეტია. 



რა იწვევს საშვილოსნოს მიომას 

მიომის განვითარება მრავალფაქტორიანია - მთავარი როლი ენიჭება ჰორმონულ დისბალანსს, განსაკუთრებით ესტროგენისა და პროგესტერონის დონეების ცვლილებას. დამატებით რისკ-ფაქტორებად ითვლება:

  • გენეტიკური მიდრეკილება
  • ადრეული მენსტრუაცია
  • ჭარბი წონა
  • ქრონიკული სტრესი
  • ორსულობის დაგვიანება ან არყოფნა


რა სიმპტომები ახასიათებს მიომას 

მიომის სიმპტომები დამოკიდებულია მის ზომასა და მდებარეობაზე. ყველაზე ხშირი ჩივილებია:

  • უხვი და ხანგრძლივი მენსტრუალური ციკლი
  • ტკივილი ან სიმძიმე მენჯის არეში
  • შარდვის სიხშირე ან შეკრულობა
  • მუცლის მოცულობის ზრდა
  • დაღლილობა ან ანემიის ნიშნები ძლიერი სისხლდენის გამო

ხშირად მიომა საერთოდ არ იწვევს დისკომფორტს და შემთხვევით ვლინდება პროფილაქტიკური გამოკვლევისას - რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს რეგულარული გინეკოლოგიური მონიტორინგის მნიშვნელობას.


როგორ ხდება დიაგნოზის დასმა 

მიომის დასადგენად ტარდება გინეკოლოგიური ულტრასონოგრაფია, რომელიც საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს წარმონაქმნის ზომა, ტიპი და მდებარეობა. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი კვლევები - MRI ან ჰორმონალური ანალიზები. 



როდის უნდა მიმართოთ ექიმს 

გინეკოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია, თუ გაქვთ:

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა
  • ტკივილი ან სიმძიმე მენჯის არეში
  • ხშირი შარდვა ან შეკრულობა
  • მუცლის მოცულობის ზრდა უმიზეზოდ

დროული ვიზიტი და რეგულარული შემოწმება მიომის მართვას ამარტივებს და გართულებების თავიდან აცილებაში გეხმარებათ.

გასტროენტეროლოგია
გასტრიტის სიმპტომები და მართვა: როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი

გასტრიტის სიმპტომები და მართვა: როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი

გასტრიტი კუჭის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებით. მისი სიმპტომები სხვადასხვაგვარია: ზოგჯერ ტკივილი და დისკომფორტი მკაფიოა, ხოლო ზოგჯერ დაავადება უხმოდ ვითარდება და მხოლოდ კვლევისას ვლინდება. სწორედ ამიტომ, დროული დიაგნოსტიკა და სპეციალისტთან კონსულტაცია გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.


რა იწვევს გასტრიტს?

გასტრიტის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ინფექცია, ასევე ცხოვრების სტილის ფაქტორები. ყველაზე გავრცელებული გამომწვევი არის ბაქტერია Helicobacter pylori, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსში იბუდებს. დამატებით რისკ-ფაქტორებად ითვლება ხშირი სტრესული მდგომარეობები, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არასათანადო კვება, ზოგადი იმუნური დაქვეითება და გარკვეული მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება.


როგორ ვლინდება გასტრიტი?

პაციენტები ყველაზე ხშირად ჩივიან ტკივილსა და წვას ზედა მუცლის არეში, გულძმარვასა და სიმძიმის შეგრძნებას საკვების მიღების შემდეგ. ასევე ხშირია გულისრევა, მადის დაქვეითება და ზოგჯერ ღებინებაც. მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომები უგულებელყოფილმა პაციენტმა შესაძლოა დაავადება უფრო რთულ ფორმამდე მიიყვანოს.


როგორ ხდება დიაგნოზის დასმა?

გასტრიტის ზუსტი დიაგნოზისთვის აუცილებელია გასტროენტეროლოგის კონსულტაცია და ინსტრუმენტული კვლევები, მათ შორის ენდოსკოპია, რომელიც საშუალებას იძლევა უშუალოდ დავაკვირდეთ კუჭის ლორწოვან გარსს. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ლაბორატორიული ანალიზებიც, მათ შორის Helicobacter pylori-ის ტესტირება.


როგორ ვუმკურნალოთ გასტრიტს?

მკურნალობა ეფუძნება მიზეზის დადგენას. თუ საქმე გვაქვს ბაქტერიულ ინფექციასთან, ინიშნება შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია. აუცილებელია ასევე ცხოვრების სტილის კორექცია – სწორი კვება, ალკოჰოლისა და მავნე ჩვევების შეზღუდვა, სტრესის კონტროლი. მკურნალობა ინდივიდუალურად ირჩევა და ხშირად მოითხოვს პერიოდულ მონიტორინგს.


როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

თუ ტკივილი და დისკომფორტი განმეორებადია, საკვების მიღების შემდეგ ხშირია გულძმარვა ან ღებინება, აუცილებლად უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს. დროული ვიზიტი მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და უზრუნველყოფს ეფექტურ მკურნალობას.


დერმატოლოგია
რა არის აკნე, რატომ ჩნდება და როგორ ხდება მკურნალობა?

რა არის აკნე, რატომ ჩნდება და როგორ ხდება მკურნალობა?

აკნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დერმატოლოგიური პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მოზარდობის პერიოდში, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში შეგვხვდეს. ეს არ არის მხოლოდ კანის ესთეტიკური პრობლემა - აკნე გავლენას ახდენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც და საჭიროებს სერიოზულ და სწორად დაგეგმილ მკურნალობას.



რა იწვევს აკნეს?

აკნეს გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად ის ჩნდება იმის გამო, რომ კანის ცხიმოვანი ჯირკვლები ჭარბად წარმოქმნიან ცხიმს (სებუმს), რომელიც ერთიანდება მკვდარ უჯრედებთან და ბრუნდება ფორებში. ამ პროცესს ხშირად ერთვის ბაქტერიები და ვითარდება ანთებითი პროცესი - გაწითლება, მტკივნეულობა და კანის ზედაპირზე ჩნდება შავი ან თეთრი თავებით ბუშტუკები.


ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს აკნეს განვითარებას

  • ჰორმონალური ცვლილებები (განსაკუთრებით მოზარდობის, მენსტრუალური ციკლის, ორსულობის პერიოდში)
  • გენეტიკური წინაპირობა
  • არასწორი კანის მოვლა ან კოსმეტიკის გამოყენება
  • სტრესი და კვების არაჯანსაღი რეჟიმი



როგორ ხდება მკურნალობა?

აკნეს მკურნალობა ყოველთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სიმძიმის ხარისხზე. ხშირად პაციენტებს სჭირდებათ როგორც ადგილობრივი, ასევე სისტემური მკურნალობა. ინიციოში ჩვენს დერმატოლოგებს საშუალება აქვთ ჩაატარონ დეტალური დიაგნოსტიკა და შეარჩიონ მკურნალობის ისეთი სქემა, რომელიც ეფექტურად ებრძვის არა მხოლოდ გარეგან გამოვლენას, არამედ ძირეულ მიზეზებსაც.


გამოიყენება:

  • სამკურნალო მალამოები და გელები
  • ანტიბიოტიკები
  • ჰორმონული პრეპარატები (საჭიროების შემთხვევაში)
  • ლაზერული თერაპია ან ქიმიური პილინგები


რატომ ინიციო?

ინიციოში პაციენტებს ვთავაზობთ სრულფასოვან დერმატოლოგიურ მომსახურებას - კვალიფიციური კონსულტაციიდან თანამედროვე მკურნალობის მეთოდებამდე. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ კანის მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ ფსიქოემოციური კომფორტის დაბრუნება.

ორთოპედ-ტრავმატოლოგია
მუხლის ართროზი - დაზიანებული სახსარი, რომელიც საჭიროებს ყურადღებას

მუხლის ართროზი - დაზიანებული სახსარი, რომელიც საჭიროებს ყურადღებას

ართროზი (ოსტეოართროზი) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორთოპედიული დიაგნოზია, რომელიც მუხლის სახსრის ხრტილის სტრუქტურის თანდათანობით დაშლას და სახსრის ფუნქციის დარღვევას გულისხმობს.

იგი ხშირად ვითარდება ასაკთან ერთად, თუმცა პროგრესის ტემპი და სიმპტომების სიმძიმე განსხვავდება ინდივიდუალურად.



რატომ ზიანდება მუხლის სახსარი?

მუხლის სახსარი ყოველდღიურად მნიშვნელოვან დატვირთვას იტვირთავს, რაც მას ართროზისთვის ყველაზე მოწყვლად სახსრებად აქცევს.

ფაქტორები, რომლებიც მუხლის ართროზის რისკს ზრდის:

  • ასაკი (განსაკუთრებით 50+)
  • ჭარბი წონა
  • წარსული ტრავმები ან ოპერაციები
  • გენეტიკური მიდრეკილება
  • სახსრის დეფორმაციები ან არასწორი დატვირთვა
  • ფიზიკური გადატვირთვა ან ნაკლები აქტივობა



როგორ ვლინდება?

მუხლის ართროზი განვითარებას ნელა იწყებს, თუმცა სიმპტომები დროთა განმავლობაში ძლიერდება:

  • ტკივილი მუხლის მოძრაობისას ან დატვირთვის დროს
  • დილის გაშეშება ან მოძრაობის შეზღუდვა
  • ხრაშუნის/კლიკის ხმა მოძრაობისას
  • შეშუპება ან მსუბუქი ანთება
  • კოჭლობა ან სიარულისას დისკომფორტი
  • პროგრესის შემთხვევაში – სახსრის დეფორმაცია



დიაგნოსტიკა და შეფასება

პრობლემის სწორად დასადგენად, ექიმი ატარებს კლინიკურ გამოკვლევას და არაინვაზიურ ვიზუალურ დიაგნოსტიკას:

  • რენტგენი - სახსრის სივრცის შევიწროება, ძვლოვანი წანაზარდები
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა - რბილი ქსოვილების ანთება
  • საჭიროების შემთხვევაში - MRI, რათა შეფასდეს ხრტილი, მყესები და ლიგამენტები



მკურნალობა - ეტაპობრივად და ინდივიდუალურად

მკურნალობის მიზანია ტკივილის შემცირება, მოძრაობის აღდგენა და ართროზის პროგრესის შენელება.

მეთოდები მოიცავს:

  • მედიკამენტური თერაპია
  • ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია
  • სახსარში ინექციები: ჰიალურონის მჟავა, PRP, SVF
  • ორთოპედიული დამხმარე საშუალებები
  • პროგრესის შემთხვევაში - სახსრის ენდოპროთეზირება (სახსრის შეცვლა იმპლანტით)



რატომ არ უნდა გადადოთ მკურნალობა?

რაც უფრო ადრე დაიწყება მართვა, მით მეტი შანსია კონსერვატიული მკურნალობის ეფექტიანობაზე და ოპერაციის თავიდან აცილებაზე. დაგვიანების შემთხვევაში, სახსარში ცვლილებები ხდებიან შეუქცევადი და ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ჩარევაა.


კლინიკა ინიციოში ორთოპედ-ტრავმატოლოგიური მიმართულება გთავაზობთ სრულ სერვისს - დიაგნოსტიკიდან ოპერაციულ ჩარევამდე. გამოცდილი გუნდი, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობა დაგეხმარებათ ართროზთან ეფექტიან ბრძოლაში.

უროლოგია
პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება - პრობლემა, რომელიც საჭიროებს დროულ რეაგირებას

პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება - პრობლემა, რომელიც საჭიროებს დროულ რეაგირებას

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (BPH) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური პრობლემა საშუალო და ხანდაზმულ ასაკში მყოფ მამაკაცებშია. ეს მდგომარეობა გულისხმობს პროსტატის ქსოვილის თანდათანობით გადიდებას, რაც ზეწოლას ახდენს შარდსადენ არხზე და ართულებს შარდვის პროცესს.


რატომ ხდება პროსტატის გადიდება?

BPH უშუალოდ არ არის კიბო და მისი გამომწვევი მიზეზი ზუსტად ცნობილი არ არის. თუმცა, გავლენას ახდენს:

  • ჰორმონული ბალანსის ცვლილებები ასაკთან ერთად
  • მემკვიდრეობითი მიდრეკილება
  • ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა (განსაკუთრებით გულისა და მეტაბოლური დაავადებები)




როგორ ვლინდება?

სიმპტომები ნელა ვითარდება და ხშირად პაციენტები თვლიან, რომ „ასაკთან ერთად ბუნებრივია“, თუმცა დროული დიაგნოსტიკა და მართვა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს.


გავრცელებული სიმპტომებია:

  • შარდვის დაწყების გაძნელება
  • შარდის სუსტი ან წყვეტილი ნაკადი
  • შარდვის დასრულების შემდეგ შარდის წვეთების დაყოვნება
  • ღამით ხშირი შარდვის სურვილი (ნიქტურია)
  • შარდვის შეგრძნების დაუკმაყოფილებლობა
  • ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შარდის შეკავება, ინფექცია ან თირკმელების დატვირთვა.



როდის მივმართოთ ექიმს?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები მსუბუქია, რეკომენდებულია უროლოგთან კონსულტაცია - პირველ რიგში გამოსარიცხად სხვა, უფრო სერიოზული დაავადებები (მაგალითად, პროსტატის კიბო).



როგორ მკურნალობენ?

მედიკამენტური თერაპია პროსტატის შეკუმშვისთვის
მცირე ინვაზიური პროცედურები
ოპერაციული ჩარევა უფრო მძიმე შემთხვევებში
მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად ირჩევა - ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სიმპტომების მიხედვით.



კლინიკა ინიციოში უროლოგიური მიმართულება აერთიანებს გამოცდილ სპეციალისტებს, სრულ ლაბორატორიულ და ვიზუალურ დიაგნოსტიკას.


ჩვენი მიზანია ზუსტი დიაგნოზის და სწორად შერჩეული მკურნალობის საფუძველზე გავაუმჯობესოთ თქვენი ყოველდღიური ჯანმრთელობა.


შარდვის სიმპტომებზე თვალის დახუჭვა ხშირია – მაგრამ გართულებების თავიდან არიდება მხოლოდ დროული რეაგირებითაა შესაძლებელი.


ენდოკრინოლოგია
ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია: როგორ ამოვიცნოთ დარღვევა და რატომ არის დროული მკურნალობა კრიტიკული

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია: როგორ ამოვიცნოთ დარღვევა და რატომ არის დროული მკურნალობა კრიტიკული

ფარისებრი ჯირკვალი მცირე ზომის, თუმცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც არეგულირებს მეტაბოლიზმს, ენერგიის ხარჯვას, თერმორეგულაციასა და ორგანიზმის ზოგად ჰომეოსტაზს. ნებისმიერი დარღვევა მის ფუნქციონირებაში აისახება პრაქტიკულად ყველა სისტემის მუშაობაზე.



ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ძირითადი დარღვევები


ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები უმეტესად ორი ტიპისაა:

  • ჰიპოთირეოზი - ჰორმონების გამოყოფის დაქვეითება
  • ჰიპერთირეოზი - ჰორმონების ჭარბი გამომუშავება


ამ მდგომარეობების გამომწვევი მიზეზებია: აუტოიმუნური დაავადებები (ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, გრეივსის დაავადება), იოდდეფიციტი, კვანძოვანი წარმონაქმნები, მემკვიდრეობითი ფაქტორები და ზოგჯერ-გარე ჩარევები ან მედიკამენტური გავლენაც კი.



სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის დარღვევაზე მიანიშნებდეს

  • მუდმივი დაღლილობა ან ენერგიის კლება
  • წონაში ცვლილებები ცხოვრების სტილის დარღვევის გარეშე
  • მეხსიერების გაუარესება და კონცენტრაციის პრობლემა
  • კანის სიმშრალე ან ჭარბი ოფლიანობა
  • არარეგულარული გულისცემა
  • დეპრესიული ან მომატებული ნერვული ფონი
  • მენსტრუალური ციკლის ცვლილებები
  • ყელის არეში სიმძიმე ან შეშუპება


სიმპტომები შესაძლოა დროთა განმავლობაში გაძლიერდეს და გავლენა იქონიოს ცხოვრების ხარისხზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტიკა.



დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია პირველ რიგში შეფასდება სისხლის ჰორმონულ ანალიზებზე დაყრდნობით (TSH, T3, T4) და საჭიროების შემთხვევაში ულტრაბგერითი კვლევით. მკურნალობა ინდივიდუალურად ირჩევა და შესაძლოა მოიცავდეს მედიკამენტურ თერაპიას, იოდდეფიციტის შევსებას ან, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ქირურგიულ ჩარევას.



კლინიკა ინიციოს ენდოკრინოლოგიური მიმართულება სრულად აღჭურვილია ზუსტი დიაგნოსტიკისა და თანამედროვე მკურნალობისთვის. 


გრძნობთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს? დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის:

მისამართი: მირიან მეფის №11ბ
ტელეფონი: 032 2 800 815

დერმატოლოგია
სებორეული დერმატიტი - რატომ გაწუხებთ კანის ქავილი და ქერცვლა?

სებორეული დერმატიტი - რატომ გაწუხებთ კანის ქავილი და ქერცვლა?

სებორეული დერმატიტი არის კანის ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა, რომელიც ხშირად იჩენს თავს თავის თმიან ნაწილზე, წარბებზე, ცხვირ-ტუჩის ნაოჭებში ან გულმკერდის მიდამოზე.
მისი გამოვლინება შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი ქავილი და ქერცვლა, ისე გაწითლება, წვის შეგრძნება და კანის შესამჩნევი ლაქები.


ხშირად ეს სიმპტომები მხოლოდ დისკომფორტად აღიქმება და ადამიანები თვითნებურად ირჩევენ კანის მოვლის პროდუქტებს. თუმცა, სებორეული დერმატიტის ზუსტად ამოცნობა და სწორი მართვა ხშირად მხოლოდ დერმატოლოგის დახმარებითაა შესაძლებელი.

რა იწვევს სებორეულ დერმატიტს?
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მიზეზი ბოლომდე ცნობილი არ არის, არსებობს რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორი:
• კანის ზედაპირზე სოკოს (Malassezia) ჭარბი ზრდა
• ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერაქტივობა
• ჰორმონალური ცვლები
• ნევროლოგიური ან ფსიქოემოციური სტრესი
• გენეტიკური მიდრეკილება
• არასწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებები
• ცივი და მშრალი კლიმატი

როგორ ვლინდება?

ახალშობილებში: ხშირად ჩნდება თავის არეში ქერქის სახით - ე.წ. "აკვნის ქუდი".
მოზრდილებში: კანის სიწითლე, ქავილი და ქერცვლა სკალპზე, წარბებში, ცხვირ-ტუჩის გარშემო და გულმკერდზე.
ქერცლი შეიძლება იყოს როგორც მშრალი, ისე ცხიმიანი. ზოგჯერ გაჩენის სეზონურობა შეინიშნება - სიმპტომები განსაკუთრებით მწვავდება ზამთარსა და შემოდგომაზე.

როგორ ხდება მკურნალობა?

სებორეული დერმატიტი არ არის გადამდები, თუმცა სწორად მართვის გარეშე შეიძლება ქრონიკულ ეტაპზე გადავიდეს და პერიოდული გამწვავებები იწვევდეს.
მკურნალობის გეგმა დერმატოლოგის მიერ ინიშნება ინდივიდუალურად და მოიცავს:
• სამკურნალო შამპუნებს
• ანთების საწინააღმდეგო კრემებს
• სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს
• გამაღიზიანებელი ფაქტორების გამორიცხვასა და სათანადო ჰიგიენურ რუტინას

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ გაწუხებთ კანის პერიოდული ქავილი, ქერცვლა ან წითელი ლაქები - ნუ გადადებთ ვიზიტს დერმატოლოგთან. რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოზის დასმა, მით უფრო მარტივად მართვადია დაავადება.


კლინიკა ინიციოში შეგიძლიათ ჩაეწეროთ დერმატოლოგის კონსულტაციაზე და ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა, კომფორტულ და მაღალკვალიფიციურ გარემოში.