კოჭ-წვივის სახსრის ართროზი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პათოლოგიაა, რომელიც ვითარდება სახსრის ხრტილის თანდათანობითი დაზიანებით. ეს პროცესი იწვევს ტკივილს, მოძრაობის შეზღუდვას და საბოლოოდ - ცხოვრების ხარისხის გაუარესებას.

თუმცა თანამედროვე მედიცინა გვაძლევს შესაძლებლობას, ართროზი დროულად აღმოვაჩინოთ, შევანელოთ მისი პროგრესი და, საჭიროების შემთხვევაში, ეფექტიანი მკურნალობა შევარჩიოთ.



რატომ ზიანდება კოჭ-წვივის სახსარი?

კოჭ-წვივის სახსარი ყოველდღიურად ატარებს სხეულის სრულ მასას, ამიტომ განსაკუთრებით მგრძნობიარეა გადატვირთვისა და დაზიანებების მიმართ.

ართროზის განვითარების რისკს ზრდის:

  • წარსული ტრავმები (დამტვრევები, მყეს–ლიგამენტების დაზიანებები)
  • ქრონიკული გადატვირთვა
  • ჭარბი წონა
  • გენეტიკური მიდრეკილება
  • ასაკობრივი ცვლილებები
  • ტერფის დეფორმაციები (მაგ. Hallux valgus, ბრტყელტერფიანობა)



რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება? – ძირითადი სიმპტომები

კოჭ-წვივის ართროზი ნელა პროგრესირებს, თუმცა დროთა განმავლობაში სიმპტომები შესამჩნევად ძლიერდება:

  • ტკივილი სიარულისას ან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ
  • მოძრაობის შეზღუდვა, „გაჭედვის“ შეგრძნება
  • შეშუპება ან მსუბუქი ანთება
  • ტკაცუნის ხმა მოძრაობისას
  • დილით გაშეშება
  • მძიმე შემთხვევებში - სახსრის დეფორმაცია და ხანგრძლივი კოჭლობა

სიმპტომების უგულებელყოფა შეიძლება გამოიწვიოს პროგრესირება, რის შემდეგაც კონსერვატიული მკურნალობა ნაკლებად ეფექტიანი ხდება.



დიაგნოსტიკა - ინსტრუმენტული და კლინიკური შეფასება

კოჭ-წვივის ართროზის დასადგენად ინიციოში ტარდება:

  • რენტგენოგრაფია - შეფასდება სახსრის სივრცე და ძვლის ცვლილებები
  • ულტრასონოგრაფია - ანთებითი პროცესები რბილ ქსოვილებში
  • MRI - საჭიროების შემთხვევაში, ხრტილისა და ლიგამენტების დეტალური შესწავლისთვის

სწორი დიაგნოზი - სწორად შერჩეული მკურნალობის საფუძველია.



მკურნალობა - ინდივიდუალური მიდგომით

მიზანია ტკივილის შემცირება, ფუნქციის აღდგენა და დაავადების პროგრესის შენელება.

ინიციოში მკურნალობა მოიცავს:

  • მედიკამენტურ თერაპიას (ანთების კონტროლი, ტკივილის მართვა)
  • სახსარშიდა ინექციებს: ჰიალურონის მჟავა, PRP, SVF
  • დატვირთვის ოპტიმიზაციას და ორთოპედიულ საშუალებებს
  • მძიმე ართროზის დროს - ტერფის ან კოჭ-წვივის სახსრის კორექტირებადი ოპერაციები
  • პროგრესირებული შემთხვევებში - სახსრის ენდოპროთეზირება



რატომ არ უნდა გადაიდოს მკურნალობა?

ართროზი პროგრესირებადი პროცესია - რაც უფრო ადრე დაიწყება მართვა, მით მეტია შანსი:

  • ტკივილის შემცირებაზე
  • მოძრაობის გაჯანსაღებაზე
  • ოპერაციის თავიდან აცილებაზე
  • ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაზე

დაგვიანებულ ეტაპზე ცვლილებები უკვე შეუქცევადი ხდება და ქირურგია ხშირად ერთადერთი გამოსავალია.



ინიციო - სრული სერვისი ერთ სივრცეში

კლინიკა ინიციოში ორთოპედ-ტრავმატოლოგიური მიმართულება პაციენტებს სთავაზობს სრული ციკლის მომსახურებას - დიაგნოსტიკიდან რეაბილიტაციამდე.
ჩვენი ექიმების გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინდივიდუალურად დაგეგმილი მკურნალობა უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტიან შედეგს.

თუ გაქვთ ტკივილი, დისკომფორტი ან მოძრაობის შეზღუდვა - საუკეთესო დრო დიაგნოსტიკისთვის სწორედ ახლაა.