ხატია ქობალია

ხატია ქობალია

ექიმი პროქტოლოგი

ექიმის სპეციალიზაცია და პროფესიული უნარები

ექიმი ხატია ქობალია, როგორც პროქტოლოგი ახორციელებს პროქტოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებასა  და მკურნალობას, როგორც ამბულატორიულად ასევე სტაციონარულ პირობებში ქირურგიული ჩარევის გზით.

ამბულატორიულ პირობებში:

  • პაციენტების წინასაოპერაციო მომზადება, მათ შორის სამედიცინო 
    ისტორიის შესწავლა, გამოკვლევა, პროცედურების შესაძლო რისკებისა და გვერდითი ეფექტების განხილვა; პროქტოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება  და მკურნალობა:
  • მწვავე და ქრონიკული ბუასილი;
  • ანალური ნაპრალები;
  • ეპითელური კუდუსუნის გადასასვლელი;
  • პერიანალური მდებარეობის  ფისტულა;
  • მწვავე პარაპროქტიტი;
  • ანალური-კუდუსუნის ტკივილის სინდრომი (ბლოკადა);
  • წყლულოვანი კოლიტი;
  • კრონის დაავადება;
  • მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი;
  • პოლიპოზი;
  • დიაგნოსტიკური ანოსკოპია, რექტორომანოსკოპია და სფინქტერომეტრია.

სტაციონალური ქირურგიული სერვისები:

როგორც პასუხისმგებელი ქირურგის ასისტენტი ახორციელებს:

  • ბუასილის სხვადასხვა ფორმის ქირურგიული  მკურნალობა: ღია, 
    კომბინირებული ჰემოროიდექტომია, კვანძების ლიგირება, სტეპლერის ჰემოროიდექტომია ლონგოს მეთოდით. კონდილომების, ფისტულები, ნახეთქები, ეპითელური კოქციგალური გადასასვლელი, ანალური არხის პოლიპები ამოკვეთა;
  • რექტოცელე
  • ოპერაციის შემდგომი პერიოდის პაციენტთა მართვა სტაციონარში.

 

ექიმის შესახებ/პროფესიული გამოცდილება
საექიმო საქმიანობის ხანგრძლივობა 12 წელი.
2013-2024წწ. პერიოდულად მუშაობდა   საქართველოს სხვადასხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში ექიმი ზოგადი ქირურგის პოზიციებზე.
2024 წლიდან პროქტოლოგის სპეციალობით პაციენტების მიღებასა და ქირურგიულ მკურნალობას ახორციელებს კლინიკა ინიციოში.

 

სახელმწიფო სერტიფიკატი
2010წ. სპეციალობა ონკოლოგია
2013წ. სპეციალობა ონკოქირურგია
2020წ. ზოგადი ქირურგია
2020წ. სუბსპეციალობა ქირურგიული ონკოლოგია
2024წ. სუბსპეციალობა პროქტოლოგია

 

განათლება
2004წ. დაამთავრა საერო უნივერსიტეტი „გაენათი“ სამკურნალო ფაკულტეტი
2008-2013წწ.. რეზიდენტურა -თბილისის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი. 

 

ტრეინინგები/კონფერენციები
ექიმი ხატია ქობალია მუდმივად მონაწილეობს დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების ადგილობრივ და საერთაშორისო  კლინიკურ ტრინიგებში, კონფერეციებსა და კონგრესებში:
2024წ.სიცოცხლის შენარჩუნების ბაზისური ალგორითმი აკ. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი თბილისი, საქართველო.
2024წ. გადაუდებელი კარდიოვასკულარული დახმარების კურსი აკ. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.