Gynecological Surgery
Specialist Doctor
კლინიკა ინიციო
გინეკოლოგიური ქირურგია მოიცავს ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებების ოპერაციულ მკურნალობას, მათ შორის მიომების, კისტების, ენდომეტრიოზისა და სხვა გინეკოლოგიური პრობლემების დროს. კლინიკა Initio-ში ტარდება როგორც ღია, ისე ლაპაროსკოპიული, მცირეინვაზიური ოპერაციები, რომელთა დროსაც კეთდება უფრო მცირე განაკვეთი და, როგორც წესი, რეაბილიტაციის პერიოდი ხანმოკლეა. ოპერაციის ტიპი პაციენტის მდგომარეობისა და დაავადების თავისებურებების მიხედვით განისაზღვრება. ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტი რჩება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში იღებს შესაბამის პოსტოპერაციულ მკურნალობას. თუ გინეკოლოგიური პრობლემის ქირურგიული მკურნალობა გჭირდებათ, დაჯავშნეთ კონსულტაცია გინეკოლოგ-ქირურგთან.