Oto-Rhino-Laryngology Specialist Doctor

ყელ-ყურ-ცხვირი

ოტორინოლარინგოლოგია მოიცავს ყურის, ცხვირისა და ხორხის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. კლინიკა Initio-ს ოტორინოლარინგოლოგები მკურნალობენ სინუსიტს, ოტიტს, ტონზილიტს, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით დაავადებებსა და სმენის დარღვევებს როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. ხშირი გაციება, ხმის ჩახლეჩა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება ან ყურის ტკივილი შესაძლოა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაციას საჭიროებდეს. დაჯავშნეთ ვიზიტი და მიიღეთ თქვენი სიმპტომების შესაბამისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.