რენტგენოგრაფია
რენტგენოგრაფია არის ორგანოებისა და ქსოვილების დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდი. რენტგენოგრაფიული კვლევა ემყარება რენტგენის სხივების განსაკუთრებულ თვისებას, შეაღწიოს მკვრივ გაუმჭვირვალე გარემოში , რომელიც შთაინთქმება მათ მიერ სხვადასხვა ხარისხით, მათი ქიმიური შემადგენლობისა და ფიზიკური თვისებების მიხედვით.
ორგანიზმის მრავალი ორგანო და ქსოვილი, განსხვავდება ერთმანეთისგან სიმკვრივით და ქიმიური შემადგენლობით,ამიტომაც ისენი განსხვავებულად შთანთქავს რენტგენის სხივებს, რაც განსაზღვრავს მიღებული გამოსახულების ბუნებრივ კონტრასტს. ამიტომაც, ფილტვების, ხერხემლის, გულმკერდის, თირკმელების და ზოგიერთი სხვა ორგანოს რენტგენოგრაფია შეიძლება ჩატარდეს სპეციალური მომზადების გარეშე.
კლინიკა ინიციო უზრუნველყოფს რენტგენის დიაგნოსტიკური სერვისების ფართო სპექტრს:
მენჯბარძაყის სახსრის რენტგენი ;
მუხლის სახსრის რენტგენი;
კოჭწვივის სახსრის რენტგენი;
იდაყვის სახსრის რენტგენი;
მხრის სახსრის რენტგენი;
მაჯის სახსრის რენტგენი;
ტერფის რენტგენი;
მტევნის რენტგენი;
ლავიწის რენტგენი;
მენჯის რენტგენი;
გულმკერდის ხერხემლის რენტგენი;
წელის ხერხემლის რენტგენი;
ნეკნის რენტგენი;
გულმკერდის რენტგენი;
ფილტვის რენტგენი;
ნაზოფარინგეალური რენტგენი;
სინუსების რენტგენი;
ნებისმიერი რენტგენოგრამა საჭიროებს კვალიფიციურ ინტერპრეტაციას. ამიტომ, მხოლოდ სპეციალისტ რენტგენოლოგს შეუძლია სწორად "წაიკითხოს" რენტგენოლოგიურ სურათი და დაგისვათ დიაგნოზი.
კლინიკა ინიციოში რენტგენოგრაფიულ გამოკვლევაზე შეგიძლიათ ჩაეწეროთ ტელეფონით ან კლინიკის ვებ. გვერდის საშუალებით.