ლელა რუხაძე

ლელა რუხაძე

ექიმი გინეკოლოგი

ექიმის სპეციალიზაცია და პროფესიული უნარები

ექიმი  რუხაძე ახორციელებს  გინეკოლოგიური პაციენტების კონსულტაციას, გამოკვლევას და მკურნალობას, მათ შორის:

  • საშვილოსნოს და დანამატების ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და 
    მკურნალობა;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა;
  • მენოპაუზალური  სინდრომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • საკვერცხის დისფუნქცის დიაგნოსტიკა და მკურნალობა; 
  • მენსტრუალური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • კონტრაცეფციისა და მენოპაუზის ჰორმონალური თერაპიის შერჩევა;
  • უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • ჰიპერპლასტიკური პროცესების (ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის) 
    დიაგნოსტიკა და მკურნალობა ;
  • ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა  და მკურნალობა;  
  • საკვერცხის ცისტების, საშვილოსნოს ფიბროიდების, ადენომიოზის მქონე 
    პაციენტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • საშვილოსნოს ყელის დაავადებების(ეროზია, პოლიპები, პაპილომატოზი, 
    ლეიკოპლაკია); დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • შარდის სტრესული შეუკავებლობის არაქირურგიული მკურნალობა.

გინეკოლოგიური მანიპულაციები:

  • ბიოლოგიური მასალის აღება ურეთრიდან, საშვილოსნოს ყელიდან და 
    საშოდან, მიკროსკოპული და მიკრობიოლოგიური  გამოკვლევისათვის;
  • კოლპოსკოპია (უბრალო და გაფართოებული); 
  • ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალის ჩადგმა  და ამოღება(მათ შორის 
    საშვილოსნოსშიგა თერაპიული სისტემის ).

მცირე გინეკოლოგიური ოპერაციები:

  • საშვილოსნოს ყელისა და ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკა(კიურეტაჯი); 
  • შეწყვეტილი  მცირე ვადის   ორსულობის დროს  საშვილოსნოს ღრუს 
    გამოფხეკა (კიურეტაჟი);
  • პაპილომების, ვულვისა და საშოს კონდილომების ამოკვეთა;
  • საშვილოსნოს ყელისა და  გარე გენიტალიების მიზნობრივი ბიოფსია ; 
  • საშვილოსნოს ყელის ექსციზიური (გაფართოვებული) ბიოფსია
  • საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების ელექტროკოაგულაცია, ლაზერული 
    და რადიოქირურგიული მკურნალობა;
  • საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს ღრუს  პოლიპების ამოკვეთა
  • ენდომეტრიუმის ბიოფსია კიურეტაჟით;
  • ენდომეტრიუმის ასპირაციული ბიოფსია (პაიპელის მეთოდით);

 

ექიმის შესახებ/პროფესიული გამოცდილება
საექიმო საქმიანობის ხანგრძლივობა 25 წელი
1998 წლიდან მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში ექიმ მეან გინეკოლოგის სპეციალობით. 
2017 წლიდან პაციენტების მიღებასა  და გინეკოლოგიურ სერვისებს  ახორციელებს კლინიკა ინიციოში.

 

სახელმწიფო სერტიფიკატი
2006 წ. სპეციალობა მეანობა-გინეკოლოგია.

 

განათლება
1996 წელს დაათავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1997-1998 წწ. ინტერნატურა მეანობა-გინეკოლოგიაში. ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია.

 

ტრეინინგები/კონფერენციები

ექიმი  ლელა რუხაძე მუდმივად მონაწილეობს დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების ადგილობრივ და საერთაშორისო  კლინიკურ ტრეინიგებში, კონფერეციებსა და კონგრესებში:
2022წ. სამშობიარო ბლოკში განვითარებული გადაუდებელი სიტუაციების მართვა. თბილისი, საქართველო
2023წ. სამშობიარო ბლოკ-პალატაში ლოგინობის ხანაშიადრეული სისხლდენისგანვითარების პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა.თბილისი, საქართველო
2024წ. სამშობიარო ბლოკში განვითარებული გადაუდებელი სიტუაციების მართვა. თბილისი, საქართველო