გინეკოლოგია ექიმი სპეციალისტი

გინეკოლოგია მოიცავს ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვასა და მართვას, მათ შორის გეგმურ გინეკოლოგიურ შემოწმებებს, ჰორმონული დარღვევების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. კლინიკა Initio-ს გინეკოლოგები ზრუნავენ ქალის ჯანმრთელობაზე ცხოვრების ყველა ეტაპზე და თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურ მიდგომასა და კონფიდენციალურ გარემოს სთავაზობენ. რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმება მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და შესაძლო პრობლემების დროულად გამოსავლენად. დაჯავშნეთ ვიზიტი გინეკოლოგთან და მიიღეთ პროფესიონალური სამედიცინო მომსახურება კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში.