ლაბორატორია ექიმი სპეციალისტი

ზოგადი წესი

არ არის რეკომენდებული ბიოლოგიური მასალის ჩაბარება  ფიზიოთერაპიული პროცედურების, ინსტრუმენტული გამოკვლევების, რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევების, მასაჟის და სხვა სამედიცინო პროცედურების შემდეგ.
სისხლის მაჩვენებლები  შეიძლება  მნიშვნელოვნად შეიცვალოს დღის განმავლობაში, ამიტომ რეკომენდებულია ანალიზების ჩატარება დილით (8.00-12.00). ყველა ლაბორატორიული ნორმა გამოითვლება დილის ინდიკატორებისთვის.

სისხლის საერთო ანალიზი

კვლევისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო. რეკომენდებულია სისხლის აღება  მკაცრად უზმოზე (მინიმუმ 8 საათი და არა უმეტეს 12 საათისა უზმოზე). წინა დღით მოერიდეთ ჭარბ კვებას, ფიზიკურ აქტივობას და ემოციურ სტრესს დასაშვებია სუფთა, არამინერალური და უგაზო წყლის დალევა. აკრძალულია ჩაი, ყავა, წვენი.

სისხლის კოაგულაციური ანალიზი

სისხლის აღება  ხორციელდება მკაცრად უზმოზე. სისხლის აღებამდე 2-3 დღით ადრე რეკომენდებულია კვების რეკომენდაციების დაცვა, ალკოჰოლის გამორიცხვა, ვარჯიში და აბაზანის ან საუნის გამოყენება. სისხლის აღების  დღეს მოერიდეთ მედიკამენტების მიღებას, თუ შეუძლებელია მედიკამენტების მიღების შეწყვეტა, აუცილებლად უნდა აცნობოთ ლაბორატორიას.   ლაბორატორიის ინფორმირება ანტიკოაგულანტების მიღების შესახებ  სავალდებულოა!!!!!.

სისხლის ჯგუფის განსაზღვრა

სისხლის აღება რეკომენდებულია ბოლო ჭამიდან არა უადრეს 4 საათისა (ბავშვებისთვის - მომდევნო კვებამდე). თუ შესაძლებელია, გამორიცხეთ მაღალი ემოციური და ფიზიკური სტრესი კვლევის დაწყებამდე.

შარდის ზოგადი ანალიზი

შარდის შეგროვებამდე ჩაიტარეთ  გარეთა სასქესო ორგანოები ჰიგიენური  ტუალეტი. ქალებში  მენსტრუაციის დროს შარდის შეგროვება არაა რეკომენდირებული. 
კვლევის წინა დღეს, არ არის რეკომენდებული იმ ბოსტნეულის და ხილის ჭამა, რომელსაც შეუძლია შარდის ფერის შეცვლა (ჭარხალი, სტაფილო, მოცვი და ა.შ)
გარე სასქესო ორგანოების ჰიგიენური  ტუალეტის შემდეგ, შარდის  შუა ულუფა  შეაგროვეთ  მშრალ, სუფთა, სახურავიან  კონტეინერში 

დღეღამის შარდის ანალიზი

1. შარდის შეგროვება ხდება 24 საათის განმავლობაში სითხის მიღების  ნორმალური რეჟიმით (დაახლოებით 1,5 ლიტრი დღეში). დილით 6-8 საათზე დაცალეთ შარდის ბუშტი (შარდის ეს ნაწილი იღვრება ტუალეტში). ჩაწერეთ მოშარდვის დრო. 
2.  შარდის ყველა დანარჩენი ულუფა , რომელიც გამოიყოფა დღის განმავლობაში, ღამით და მეორე დღის  დილით    (24 საათის განმავლობაში) შეაგროვეთ  სადღეღამისო  შარდის შესაგროვებლად განკუთვნილ კონტეინერში.
3. შარდის შეგროვების დასრულების შემდეგ უნდა გაიზომოს კონტეინერის შიგთავსი და ჩაიწეროს ყოველდღიური შარდის მოცულობა (დიურეზი). 4. 15-20-ჯერ გადაატრიალეთ მჭიდროდ დახურული შარდის კონტეინერი, შემდეგ აიღეთ  50 მლ შარდი და მოათავსეთ სხვა სახურიან  კონტეინერში.

განავლის ანალიზი

72 საათით ადრე  ბიომასალის შეგროვებამდე  უნდა მოერიდოთ საფაღარათო საშუალებების მიღებას, რექტალურ სანთლებსა და ზეთებს, შეზღუდოთ წამლების მიღება, რომლებიც გავლენას ახდენენ ნაწლავის პერისტალტიკაზე (ბელადონა, პილოკარპინი და ა.შ.) და განავლის ფერზე (რკინა, ბისმუტი, ბარიუმის სულფატი).

ნახველის ანალიზი

არ არის რეკომენდებული ნახველის გამოკვლევის ჩატარება ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თერაპიის დროს. ნახველის შეგროვება ხდება  ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ თერაპიის ჩატარებამდე ან მისის  ჩატარებიდან  არა უმცირეს  2 კვირის შემდეგ.
მასალის აღებამდე 24 საათით ადრე არ არის რეკომენდებული  ყველა სახის ადგილობრივი ფორმის მედიკამენტების გამოყენება. უმჯობესია ნახველის მიღება დილით ჭამის წინ, ღრმა ხველებით.  თუ ნახველი ცუდად გამოიყოფა, მიიღეთ ერთი დღით ადრე ამოსახველებელი საშუალებები და თბილი სასმელები. მასალის აღება ხდება პირის ღრუს ჰიგიენური  პროცედურების შემდეგ, რათა თავიდან იქნას აცილებული პირის ღრუს შიგთავსის ნახველთან შერევა. ნახველის გამოყოფამდე კარგად გაიხეხეთ კბილები , გამოივლეთ  პირის ღრუსა  და ყელში  გადადუღებული წყლი.  უნდა შეგროვდეს მხოლოდ ხველების ან ამოხველის შედეგად გამოყოფილი ნახველი.

პროსტატის სეკრეტის ანალიზი

ბიომასალას იღებს ექიმი. არ არის რეკომენდებული ბიომასალის აღება მედიკამენტების (ანტიბიოტიკები, პრობიოტიკები, ეუბიოტიკები) მიღებიდან  არა უმცირეს  2 კვირით ადრე. გამოკვლევამდე  3 დღის განმავლობაში  მოერიდეთ სქესობრივ კავშირს. 
არ შეიძლება  ბიომასალის აღება  ურეთრიდან უხვი ჩირქოვანი გამონადენის არსებობისას. მასალის აღება ხდება  მოშარდვიდან  არა უმცირეს  2 საათისა.

ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზი

ბიოლოგიური მასალის აღება ხდება მკაცრად ანტიბაქტერიული და ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენების დაწყებამდე ან მათი შეწყვეტიდან არა უმცირეს 10-14 დღისა.
კვლევა არ ტარდება მენსტრუაციის დროს, ვინაიდან ამ პერიოდში მიკრობული დაბინძურება მკვეთრად მცირდება სისხლდენის გამო. ნაცხის აღება რეკომენდირებულია   არა უმცირეს მენსტრუალური  ციკლის მე-5-7 დღისა.

ყელის ნაცხის ანალიზი

ბიოლოგიური მასალის შეგროვება ტარდება მკაცრად ანტიბაქტერიული და ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენების დაწყებამდე ან მათი შეწყვეტიდან არა უადრეს 10-14 დღისა, უზმოზე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.

ფჩხილის ანაფხეკის ანალიზი

ფრჩხილები უნდა იყოს სუფთა და მშრალი.კვლევამდე ერთი კვირით ადრე  არ შეიძლება ლაქის ან ნებისმიერი ფრჩხილის მოვლის საშუალებების გამოყენება. ასევე აკრძალულია პროცედურის წინ ფრჩხილების დამუშავება მეტალის ქლიბით. ანალიზის აღების წინ დაიბანეთ ხელები საპნით.