ორთოპედ-ტრავმატოლოგიური ქირურგია
ექიმი სპეციალისტი
კლინიკა ინიციო
ორთოპედ-ტრავმატოლოგიური ქირურგია მოიცავს სახსრების დაზიანებების, მყესებისა და იოგების სხვადასხვა პათოლოგიის ოპერაციულ მკურნალობას. კლინიკა Initio-ს ორთოპედ-ტრავმატოლოგები პაციენტის მდგომარეობისა და დაზიანების თავისებურებების მიხედვით იყენებენ თანამედროვე ქირურგიულ მეთოდებს, მათ შორის ოსტეოსინთეზსა და ენდოპროთეზირებას. ოპერაციის შემდეგ პაციენტი რჩება სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში გადის ინდივიდუალურად დაგეგმილ სარეაბილიტაციო კურსს. რეაბილიტაციის მიზანია მოძრაობის ფუნქციის ეტაპობრივი აღდგენა და ყოველდღიურ აქტივობებთან უსაფრთხოდ დაბრუნება. თუ გაქვთ სახსრის პრობლემა, დაჯავშნეთ კონსულტაცია ორთოპედ-ტრავმატოლოგთან.