სპირომეტრია ექიმი სპეციალისტი

სპირომეტრია

დიდი ქალაქების მცხოვრები ადამიანები  ხშირად აწყდებიან სასუნთქი სისტემის  პრობლემებს. ამის მიზეზი არის არახელსაყრელი ეკოლოგიური მდგომარეობა, მოწევა, მუდმივი სტრესი და ალერგიული რეაქციები.

ფილტვის სპირომეტრია არის ფუნქციური დიაგნოსტიკის  მარტივი და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც გამოიყენება პირველ რიგში, საწყის ეტაპზე, ფილტვების სავენტილაციო შესაძლებლობების დარღვევების გამოვლენის მიზნით. კვლევა აუცილებელია ფილტვის მოცულობის გასაზომად სუნთქვის სხვადასხვა მანევრების დროს, როგორც მშვიდი, ასევე იძულებითი. 
კლინიკა ინიციოში  სპირომეტრიის ჩასატარებლად თქვენ უნდა ჩაეწეროთ  ვიზიტზე პულმონოლოგთან. ტელეფონით ან კლინიკის ვებ საიტის მეშვეობით  

სპირომეტრიის მიზანი

სპირომეტრიის  მონაცემები საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ გაქვთ თუ არა ფილტვის ვენტილაციური  ფუნქციის დარღვევები, ხოლო  ასეთის არსებობის შემთხვევაში გაირკვეს მათი ტიპი. 
მხოლოდ სპირომეტრიული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია დიაგნოზის დასმა, ვინაიდან გამოვლენილი ფუნქციური დარღვევები არასპეციფიკურია. მიუხედავად ამისა  , სპირომეტრიის მაჩვენებლები , როგორც წესი,   შესაძლებელს ხდის დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგის, მისი სიმძიმის განსაზღვრისა და პროგნოზის გაკეთების.

სპირომეტრიის ჩვენებები

ფილტვის სპირომეტრია ტარდება:
• რესპირატორული ვენტილაციის დარღვევების გამოსავლენად;
• რესპირატორული სიმპტომების მიზეზის დასადგენად (გახანგრძლივებული ხველა, ქოშინი, ხიხინი, რესპირატორული ობსტრუქცია);
• გაზის ცვლის  და სხვა ლაბორატორიული დარღვევების ცვლილებების მიზეზების დასადგენად;
• ქირურგიული ჩარევის რისკის შეფასებისთვის ;
• პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებისთვის;
• დაავადების მიმდინარეობის კონტროლის, განსაკუთრებით ბრონქული ასთმის
• დარღვევების დინამიკის მონიტორინგის, ფილტვის ინტერსტიციული დაავადებებისა და ნეირომუსკულური აპარატის დარღვევების მქონე პაციენტებში;
• ბრონქოპულმონური პათოლოგიის მკურნალობის ეფექტურობის შეფასებისთვის;
• პროფესიული პათოლოგიის ან გარემოს ზემოქმედებასთან  დაკავშირებული დაავადებების დროს ჩივილების   ობიექტური შეფასებისთვის.

როგორ ხორციელდება სპირომეტრია

კვლევის წინ პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მოწევა კვლევის დაწყებამდე მინიმუმ 60 წუთით ადრე და  ალკოჰოლის მიღება პროცედურამდე ოთხი საათით ადრე. შეზღუდვები ასევე ვრცელდება მნიშვნელოვან ფიზიკურ დატვირთვაზე,აუცილებელია კვლევის  დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე სიმშვიდე. პაციენტის ტანსაცმელი უნდა იყოს თავისუფალი. არ არის რეკომენდებული კვლევამდე ორი საათით ადრე ნოყიერი საკვების მიღება  . თქვენი მედიკამენტების მიღების  შეზღუდვების შესახებ ზუსტ ინფორმაციას  მოგაწვდით თქვენი ექიმი.
ფილტვის ფუნქციის შესწავლა ხორციელდება ცხვირის სამაგრის გამოყენებით. სპირომეტრის მილი  მჭიდროდ უნდა  დაიჭიროთ ი   ტუჩებსა და კბილების საშუალებით. მიზანშეწონილია  მანიპულაცია  შესრულდეს  მჯდომარე  მდგომარეობაში. პაციენტი უნდა მოთავსდეს მყარ სავარძელში, სწორი  ზურგით  და ოდნავ აწეული თავით.