კლინიკა ინიციო
თერაპია (შინაგანი მედიცინა) არის მედიცინის მიმართულება, რომელიც მოიცავს ზრდასრულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, გავრცელებული დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ასევე ქრონიკული დაავადებების მართვას. თერაპევტთან ვიზიტი ხშირად პირველი ნაბიჯია, როდესაც გაწუხებთ კონკრეტული სიმპტომი, გჭირდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ან არ იცით, რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოთ.
კლინიკა „ინიციოს“ თერაპევტები აფასებენ პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში ნიშნავენ შესაბამის კვლევებს, ადგენენ დიაგნოზს და ადგენენ მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას. თუ მდგომარეობა ვიწრო სპეციალისტის ჩართულობას საჭიროებს, პაციენტი შესაბამის ექიმთან გადამისამართდება.
თერაპევტის მიმართულებით კლინიკა „ინიციოში“ შესაძლებელია ისეთი გავრცელებული და ქრონიკული დაავადებების მართვა, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ასევე, თერაპევტთან შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის პროფილაქტიკური შეფასება და მიიღოთ რეკომენდაციები დაავადებების პრევენციისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
გამოცდილი თერაპევტების დახმარებით შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი შეფასება, ზუსტი დიაგნოსტირება და ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობის გეგმა.