სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია მაღალხარიხიანი ტექნოლოგიური დანადგარებით, რომელსაც აწარმოებს მსოფლიოში წამყვანი კომპანია, როგორებიცაა: Siemens, Dragger, Philips, Storz და სხვა.
ამბულატორული სერვისები
18 გამოკვლევა
სტაციონარული სერვისები
9 გამოკვლევა
დიაგნოსტიკური კვლევები
9 გამოკვლევა
შემთხვევითად გენერირებული ტექსტი ეხმარება დიზაინერებს და ტიპოგრაფიული ნაწარმის შემქმნელებს, რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული შაბლონი წარუდგინონ შემფასებელს.
კლინიკა „ინიციო“ მულტიპროფილური, მოზრდილთა ასაკის პაციენტებზე ორიენტირებული სამედიცინო ცენტრია, რომელიც ფუნქციონირებს 2017 წლიდან და პაციენტებს აწვდის როგორც ამბულატორიულ ასევე ქირურგიულ სტაციონალურ სერვისებს.
კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, კომფორტული პალატებითა და საოპერაციო ბლოკით. კლინიკა მუშაობს ხარისხის კონტროლის თანამედროვე ინდიკატორების გათვალისწინებით.
კლინიკის სტრატეგია ფოკუსირებულია ძირითად დაინტერესებული მხარეებთან, კერძოდ - პაციენტებთან, პერსონალთან, საზოგადოებასთან და პარტნიორებთან, მჭიდრო თანამშრომლობაზე, რაც ხელს უწყობს მუდმივად სანდო და უსაფრთხო გარემოს. ამიტომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს:
პაციენტებთან კმაყოფილების შესწავლითა და კონსულტაციებით, რათა უზრუნველვყოთ მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში.
პერსონალთან უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებით, ღია შეხვედრებით, რათა გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები.
საზოგადოებასთან გამჭვირვალე კომუნიკაციით კლინიკის განვითარებასა და საზოგადოების ჯანმრთელობის საკითხებზე.
პარტნიორებთან ჯანდაცვის ორგანიზაციებთან, ღია, მხარდამჭერი, ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული პრინციპებით.
ჩვენი კლინიკის ადმინისტრაცია და სამედიცინო სერვისების მიწოდებაში ჩართული სამედიცინო პერსონალი ორიენტირებულია ყველა პაციენტს მიაწოდოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენს სამუშაო პროცესებს და პროაქტიულად ვმართავთ კლინიკაში გამოვლენილ რისკებს. დამკვიდრებული ხარისხის მართვის სისტემა, გვეხმარება უწყვეტ გაუმჯობესებაში.
კლინიკის ყველა თანამშრომელი პასუხისმგებელია ხარისხზე და ჩართულია ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. შესაბამისად ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა საჯაროდ ხელმისაწვდომია და სტრატეგიული მართვის ნაწილია.