მირანდა ოქრუაშვილი

მირანდა ოქრუაშვილი

ექიმი რევმატოლოგი/თერაპევტი

ექიმის სპეციალიზაცია და პროფესიული უნარები

ექიმი მირანდა ოქრუაშვილი , როგორც თერაპევტი/რევმატოლოგი მკურნალობს და დიაგნოტირებს შემდეგ თერაპიულ / რევმატიულ დაავადებებს:

  • მწვავე რესპირატორული დაავადებების დიაგნოზი და მკურნალობა: გრიპი, 
    გაცივება , ბრონქიტი, პნევმონია;
  • გულ -სისხლძარღვთა სისტემის ორგანოების დაავადებები;
  • კუჭ -ნაწლავის ტრაქტის ორგანოების დაავადებები;
  • ანემიის დროული დიაგნოზი და მკურნალობა (რკინის დეფიციტი, B12 
    დეფიციტი და ფოლი-დეფიციტი);
  • გამოკვლევები ქირურგიული ჩარევამდე;
  • რევმატოიდული ართრიტი (მათ შორის თერაპია გენეტიკურად 
    ინჟინერიული ბიოლოგიური პრეპარატებით);
  • შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (სისტემური წითელი 
    მგლურა, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, სისტემური სკლეროდერმია, დერმატო-პოლიმიოზიტი, შოგრენის სინდრომი);
  • სისტემური ვასკულიტი (კვანძოვანი პერიათრიტი, ვეგენერის 
    გრანულომატოზი, ჰემორაგიული ვასკულიტი, ტაკაიასუს არტერიტი, ბეჰჩეტის სინდრომი);
  • სპონდილოართროპათია ( სპონდილოართრიტი, რეაქტიული ართრიტი, 
    ფსორიაზიული ართრიტი);
  • მეტაბოლური ართროპათიები (პოდაგრა, კალციუმის პიროფოსფატის 
    კრისტალის  დეპონირების დაავადება);
  • ართროპათიები და ართრიტები სხვა ქრონიკული დაავადებების ფონზე 
    (ინფექციური, ენდოკრინული, სისხლის დაავადებები);
  • ოსტეოართროზი,   სინოვიტი, ბურსიტი;
  • ოსტეოპოროზი.

 

ექიმის შესახებ/პროფესიული გამოცდილება
საექიმო საქმიანობის ხანგრძლივობა 14 წელი
2012-2024წწ. კლინიკა ენმედიცის , ევექსის, თბილისის ამერიკული ჰოსპიტლის , მედალფას თერაპევტი/რევმატოლოგი.
2022წლიდან პაციენტების მიღებასა და მკურნალობას ახორვიელებს  კლინიკა ინიციოში

 

სახელმწიფო სერტიფიკატი
2011წ.  სპეციალობა შინაგანი მედიცინა.
2014წ. სუბსპეციალობა რევმატოლოგი.

 

განათლება
2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი.
2007-2011წწ.რეზიდენტურა -თბილისის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი.
2018-2019წწ. გადაუდებელი მედიცინა.

 

ტრეინინგები/კონფერენციები
ექიმი მირანდა ოქრუაშვილი  მუდმივად მონაწილეობს დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების ადგილობრივ და საერთაშორისო  კლინიკურ ტრეინინგებში, კონფერეციებსა და კონგრესებში.