სპარტაკ გიორგაძე

სპარტაკ გიორგაძე

ექიმი ზოგადი ქირურგი

ექიმის სპეციალიზაცია და პროფესიული უნარები

ექიმი სპარტაკ გიორგაძე ქირურგის სპეციალობით ახორციელებს როგორც ამბულატორიულ ასევე გეგმიურ სტაციონალურ სერვისებს:

  • პაციენტების წინასაოპერაციო მომზადება, მათ შორის სამედიცინო ისტორიის 
    შესწავლა, გამოკვლევა, პროცედურების შესაძლო რისკებისა და გვერდითი ეფექტების განხილვა;
  • პოსტოპერაციული სერომების პუნქცია და წარმონაქმნების ჰისტოლოგიური და 
    ციტოლოგიური   გამოკვლევა,;
  • ჩირქოვან-ანთებითი პროცესების მკურნალობა, გახსნა და დრენირება, როგორიცაა: 
    აბსცესები, ფლეგმონები,  კარბუნკულები, ჩირქოვანი ჭრილობები, ჩირქოვანი მასტიტი, ჩირქოვანი ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ჰიდრადენიტი, პანარიციუმი, პარონიქია და ა.შ.;
  • რბილი ქსოვილების უცხო სხეულების ამოღება;
  • დეფექტების (რთული ნაწიბურების) კორექცია ქირურგიული ჩარევებისა და 
    დაზიანებების შემდეგ;
  • შეხვევები და  დეზინფექცია ნებისმიერი ადგილმდებარეობისა და სირთულის 
    კატეგორიის ჭრილობებისთვის (გარდა ყბა-სახის ქირურგიისა);
  • პოსტოპერაციული მონიტორინგი და მოვლა, მათ შორის ჭრილობების 
    მდგომარეობის მონიტორინგი, შესაძლო გართულებების მონიტორინგი და საჭირო მედიკამენტების დანიშვნა;

ამბულატორიული ოპერაციები:

ქირურგიული ჩარევები ამბულატორიულ გარემოში, როგორიცაა: 

  • კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი წარმონაქმნების ამოკვეთა (ლიპომა (ცხიმოვანი 
    სიმსივნეები), ათერომები, ჰემანგიომები, პაპილომები, კისტები,  და ა.შ.);
  • ჩაზრდილი ფრჩხილების ქირურგიული მკურნალობა, ფრჩხილის ფირფიტების 
    ნაწილობრივი და სრული მოცილების ჩათვლით;
  • ჭრილობების პირველადი ქირურგიული მკურნალობა;


სტაციონარული ლაპაროსკოპიული/ლაპარატომიული ქირურგია:

  • ფარისებული ჯირკვლის პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა.
  • საზარდულის, ბარძაყის, პოსტოპერაციული,საყლაპავის, ვენტრალური 
    თიაქრების, ქირურგიული მკურნალობა   ლაპაროსკოპიულად  და ლაპარატომიურად;

ლაპაროსკოპიულად:

  • საზარდულის თიაქრი  პოლიპროპილენის იმპლანტით;
  • ჭიპის თიაქრი  პოლიპროპილენის იმპლანტით;
  • მუცლის თეთრი ხაზის თიაქრი, მათ შორის პლასტიკური ქირურგია 
    პოლიპროპილენის იმპლანტით;
  • სხვადასხვა სირთულის პოსტოპერაციული თიაქრი, მათ შორის პლასტიკური 
    პოლიპროპილენის იმპლანტით;
  • ლაპაროსკოპიული ქოლეცისექტომია ნაღვლის ბუშტის დაავადების, ნაღვლის 
    ბუშტის პოლიპოზისა და მწვავე ქოლეცისტიტის დროს.

 

ექიმის შესახებ/პროფესიული გამოცდილება
საექიმო საქმიანობის ხანგრძლივობა 11 წელი
2017-2024წწ. წლიდან დღემდე საქართველოს სხვადასხვა წამყვანი კლინიკების  ქირურგიული სამსახურის უფროსი. 
2025 წლიდან პაციენტების მიღებასა და ქირურგიულ სერვისებს ახორციელებს კლინიკა  ინიციოში ზოგადი  ქირურგის პოზიციაზე.

 

სახელმწიფო სერტიფიკატი
2017 წ. სპეციალობა  ზოგადი ქირურგია 
2022 წ.  სუბსპეციალობა  ქირურგიული ონკოლოგია

 

განათლება
2010წ. დაამთავრა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი -მედიცინის ფაკულტეტი
2010-2014წწ.რეზიდენტურა -თბილისის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი.
2014-2015წწ. Sheba Medical Center -ლაპაროსკოპიული ქირურგია 
2015-2017წწ.კიევის სამედიცინო აკადემიის კლინიკური ორდინატორი. 

 

სამეცნიერო და საგანმანათლებო საქმიანობა
2024 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნუვერსიტეტის დოქტორანტი. მუშაობს სადოქტორო  თემაზე  „მწვავე პანკრეატიტების მართვა და მკურნალობა „

 

ტრეინინგები/კონფერენციები
ექიმი სპარტაკ გიორგაძე  მუდმივად მონაწილეობს დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების ადგილობრივ და საერთაშორისო  კლინიკურ ტრეინინგებში, კონფერეციებსა და კონგრესებში.