გინეკოლოგი არის ლიცენზირებული ექიმი-სპეციალისტი, რომელიც, ადგენს დიაგნოზს, მკურნალობს და პრევენციას უწევს ქალის რეპროდუქციული სისტემის (საშვილოსნო, საკვერცხეები, ფალოპის მილები, საშო და გარეთა სასქესო ორგანოები) დაავადებებს
გინეკოლოგია მოიცავს ქალის ჯანმრთელობის მართვას სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან პოსტმენოპაუზის ჩათვლით. კვალიფიციური გინეკოლოგი ზრუნავს არა მხოლოდ დაავადებების მკურნალობაზე, არამედ ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებასა და რეპროდუქციული ფუნქციის ხანგრძლივობაზე.
რას მკურნალობს გინეკოლოგი?
რა დაავადებებს მართავს გინეკოლოგი?
- ენდომეტრიუმისა და საშვილოსნოს ყელის პოლიპები: ლორწოვანი გარსის წანაზარდები. გაიგეთ მეტი დეტალი, თუ რა არის საშვილოსნოს ყელის პოლიპი და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა.
- საშვილოსნოს მიომა: კეთილთვისებიანი კუნთოვანი წარმონაქმნი. დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას საშვილოსნოს მიომა.
- საკვერცხის კისტები: სითხით სავსე წარმონაქმნები საკვერცხის ქსოვილში. გაეცანით ვრცლად: საკვერცხის კისტა.
- ენდომეტრიოზი: მდგომარეობა, როდესაც საშვილოსნოს შიდა გარსის მსგავსი ქსოვილი იზრდება საშვილოსნოს ღრუს გარეთ.
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი): ქლამიდიოზი, გონორეა, ტრიქომონიოზი, მიკოპლაზმოზი, HPV (ადამიანის პაპილომავირუსი) და სხვა
- მენსტრუალური ციკლის დარღვევები: ამენორეა (მენსტრუაციის არარსებობა), დისმენორეა (მტკივნეული მენსტრუაცია), ოლიგომენორეა (ჭარბი მენსტრუაცია)
- მენოპაუზის სიმპტომოკომპლექსი: კლიმაქტერული პერიოდის ჰორმონალური ცვლილებები და ვეგეტაციური დარღვევები.
რა შედის გინეკოლოგიის სფეროში?
თანამედროვე გინეკოლოგია ფართო სამედიცინო დისციპლინაა. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩივილების მქონე პაციენტების მკურნალობით. გინეკოლოგიის სფერო მოიცავს:
- პროფილაქტიკურ სკრინინგს: საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციას (PAP-ტესტი, HPV ტესტირება) და კოლპოსკოპიას.
- კონტრაცეფციის ინდივიდუალურ შერჩევას: ჰორმონალური აბები, საშვილოსნოსშიდა საშუალებები (სპირალი), იმპლანტები.
- რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაგეგმვას: ორსულობისთვის მომზადებასა და ფერტილობის შეფასებას.
- მცირე და დიდ ქირურგიულ ჩარევებს: ჰისტეროსკოპიას, ლაპაროსკოპიას, პოლიპექტომიას, საშვილოსნოს ყელის ეროზიის მკურნალობას.
გინეკოლოგის სპეციალიზაციები - ვის მივმართოთ?
იმისათვის, რომ მკურნალობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმი გინეკოლოგი.
მეან-გინეკოლოგი
მეან-გინეკოლოგი არის ექიმი, რომელიც აერთიანებს ორ მიმართულებას. მეანობა ფოკუსირებულია ორსულობის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიაზე, ნაყოფის განვითარების მონიტორინგსა და მშობიარობის მართვაზე. მეან-გინეკოლოგი უზრუნველყოფს როგორც დედის, ისე ნაყოფის უსაფრთხოებას ჩასახვიდან მშობიარობის შემდგომ ადრეულ პერიოდამდე.
ქირურგი გინეკოლოგი
როდესაც კონსერვატიული (მედიკამენტური) მკურნალობა უშედეგოა, პაციენტს ეხმარება ქირურგი გინეკოლოგი. თანამედროვე ქირურგი გინეკოლოგი მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს შორის უპირატესობას ანიჭებს მცირე ინვაზიურ ქირურგიულ ჩარევებს - ლაპაროსკოპიასა და ჰისტეროსკოპიას, რომლებიც არ საჭიროებს დიდ განაკვეთებს და უზრუნველყოფს პაციენტის ოპერაციის შემდგომ სწრაფ რაბილიტაციას.
გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი
ქალის რეპროდუქციული სისტემა მჭიდროდ არის დაკავშირებული ენდოკრინულ სისტემასთან. გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი იკვლევს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების ჰორმონალური ჯაჭვის დარღვევებს. ის მკურნალობს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომს (PCOS), ჰიპერპროლაქტინემიას, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით გამოწვეულ გინეკოლოგიურ პრობლემებსა და ჰორმონალურ უშვილობას.
ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგი
მცდარია მოსაზრება, რომ გინეკოლოგთან ვიზიტი მხოლოდ სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ არის საჭირო. ბავშვთა / მოზარდთა გინეკოლოგი მკურნალობს ანთებით პროცესებს (ვულვოვაგინიტი) და საჭიროების შემთხვევაში სრულფასოვანი მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბებას .
რეპროდუქტოლოგი - რით განსხვავდება გინეკოლოგისგან?
ზოგადი გინეკოლოგი მკურნალობს რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს, ხოლო რეპროდუქტოლოგი უშუალოდ ორსულების პრობლემებზეა სპეციალიზებული. თუ ზოგადმა გინეკოლოგმა გამორიცხა ბაზისური პათოლოგიები და ორსულობა მაინც არ დგება, პაციენტი გადამისამართდება რეპროდუქტოლოგთან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების დასაგეგმად.
როდის უნდა მივმართოთ გინეკოლოგს - 10 ნიშანი
პროფილაქტიკური ვიზიტების გარდა, არსებობს სიმპტომები, რომელთა იგნორირებაც დაუშვებელია:
- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ან მცირე მენჯის არეში: ყრუ, მწვავე ან პულსირებადი ტკივილი, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუაციას.
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა: მენსტრუაციის არარეგულარულობა, დაგვიანება, (35 დღეზე მეტია) გახშირება (21 დღეზე ნაკლები).
- ჭარბი ან ხანგრძლივი მენსტრუაცია: მენსტრუაცია 7 დღეზე მეტხანს ან კოლტებით სისხლიანი გამონადენი.
- სისხლიანი გამონადენი ციკლებს შორის ან სქესობრივი აქტის შემდეგ: ე.წ. კონტაქტური სისხლდენა, რაც საშვილოსნოს ყელის პათოლოგიაზე შეიძლება მიუთითებდეს.
- პათოლოგიური ვაგინალური გამონადენი: გამონადენის ფერის (მწვანე, ყვითელი, ხაჭოსებრი), სუნის ან კონსისტენციის ცვლილება.
- ქავილი, წვა ან შეშუპება გარეთა სასქესო ორგანოების არეში: სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციის ხშირი ნიშანი.
- ტკივილი ან დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს (დისპარეუნია): შეიძლება მიუთითებდეს ენდომეტრიოზზე, ანთებაზე ან ინფექციაზე.
- მენოპაუზის შემდგომი სისხლდენა: ნებისმიერი, თუნდაც მცირე სისხლიანი გამონადენი მენოპაუზაში საჭიროებს დაუყოვნებლივ დიაგნოსტიკას.
- მცირე მენჯის ორგანოების დაწევის ან სიმძიმის შეგრძნება: უპირატესად გვხვდება ნამშობიარებ ან უფროსი ასაკის ქალებში.
- ორსულობის დაგეგმვა ან კონტრაცეფციის შერჩევა: უსაფრთხო ჩასახვისთვის ან არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
როდის არ უნდა გადაიდოს ვიზიტი: მწვავე, გაუსაძლისი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, ჭარბი სისხლდენა (როდესაც 1 საათში 2-ზე მეტი ჰიგიენური საფენი იჟღინთება), მაღალი ტემპერატურა პათოლოგიურ გამონადენთან ერთად, ან გონების დაკარგვა მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
რამდენად ხშირად უნდა დავგეგმოთ გინეკოლოგთან ვიზიტი?
პროფილაქტიკური შემოწმება (ჩექ-აფი) აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ქალს არანაირი ჩივილი არ აქვს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სკრინინგის რეკომენდაციებისა და ჯანმოს (WHO) საშვილოსნოს ყელის კიბოს კონტროლის სტანდარტების შესაბამისად, რეგულარული სკრინინგი 80%-ზე მეტით ამცირებს პათოლოგიების განვითარების რისკს.
- 13-18 წელი: 1 პროფილაქტიკური ვიზიტი (ან ჩივილების გაჩენისთანავე).
- 18-30 წელი: წელიწადში 1-ხელ (გინეკოლოგიური დათვალიერება, ნაცხის ბაქტერიოსკოპია, ექოსკოპია, PAP-ტესტი 3 წელში 1-ხელ).
- 30-45 წელი: წელიწადში 1-ხელ (მცირე მენჯის ტრანსვაგინალური ექოსკოპია, PAP-ტესტი, HPV ტესტირება, სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერა).
- 45+ წელი: წელიწადში 1-ხელ (ექოსკოპია, PAP/HPV ტესტირება, მამოგრაფია 1-2 წელში 1-ხელ, ჰორმონალური პროფილის შეფასება).
როგორ ავირჩიოთ გინეკოლოგი - 7 კრიტერიუმი
ობიექტური კრიტერიუმების ცოდნა პაციენტს ეხმარება, იპოვოს პროფესიონალი ექიმი და აირიდოს ზედმეტი სტრესი. საუკეთესო გინეკოლოგი არის სპეციალისტი, რომელიც აერთიანებს მაღალ კლინიკურ აზროვნებასა და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას.
- სერტიფიკაცია და გამოცდილება: შეამოწმეთ ექიმის სახელმწიფო ლიცენზია, სამუშაო გამოცდილება და პროფესიული კვალიფიკაცია. პროფესიონალი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ ACOG-ის (ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯი) გაიდლაინებით.
- კლინიკის დიაგნოსტიკური ბაზა: მნიშვნელოვანია, კლინიკას ჰქონდეს თანამედროვე ექოსკოპიის აპარატები და კოლპოსკოპიისთვის შესაბამისის აღჭურვილობა, რათა დიაგნოსტიკა მოხდეს ერთ სივრცეში.
- სტაციონარული და ქირურგიული შესაძლებლობები: უპირატესობა ენიჭება კლინიკას, სადაც ფუნქციონირებს სტაციონარი, საოპერაციო და ანესთეზიოლოგიურ-რეანიმატოლოგიური სამსახური
- ლაბორატორია ადგილზე: სერტიფიცირებული ლაბორატორიული კვლევები ადგილზე უზრუნველყოფს ანალიზების პასუხების სწრაფად მიღებას.
- კომუნიკაციის სტილი და ეთიკა: პროფესიონალი ექიმი პაციენტს უხსნის დიაგნოზსა და მკურნალობის გეგმას მარტივი, გასაგები ენით.
- მისაწვდომობა: მოქნილი ჩაწერის სისტემა და მიღებაზე ხანგრძლივი რიგების არარსებობა.
- პაციენტების გამოხმაურებები: გაეცანით პაციენტთა შეფასებებს ექიმის შესახებ
ქალი თუ მამაკაცი გინეკოლოგი - აქვს თუ არა მნიშვნელობა?
პაციენტების გარკვეული ნაწილისთვის სენსიტიურია ექიმის სქესის საკითხი. ხშირად საძიებო სისტემებში ეძებენ მოთხოვნას - ქალი გინეკოლოგი.
სამედიცინო თვალსაზრისით, ექიმის პროფესიონალიზმი, ეთიკა და კვალიფიკაცია სრულიად დამოუკიდებელია მისი სქესისგან. როგორც მამაკაცი, ისე ქალი გინეკოლოგი ხელმძღვანელობს ერთიანი სამედიცინო პროტოკოლებითა და პაციენტის უსაფრთხოების სტანდარტებით.
თუმცა, ფსიქოლოგიური კომფორტი მკურნალობის პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელია. თუ პაციენტს ემოციურად უადვილდება საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბარი ქალ გინეკოლოგთან, ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური არჩევანია.
პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან
გინეკოლოგთან პირველი ვიზიტი ხშირად უკავშირდება შფოთვას, თუმცა პროცესის სტრუქტურის ცოდნა ამცირებს შიშს.
როგორ მოვემზადოთ ვიზიტისთვის?
- დროის შერჩევა: ოპტიმალურია ვიზიტი მენსტრუალური ციკლის მე-5-მე-10 დღეს (სისხლდენის დასრულებისთანავე).
- ჰიგიენა: საკმარისია სტანდარტული თბილი შხაპი. არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საპნები ან სანთლები ვიზიტამდე 24-48 საათით ადრე.
- ინფორმაცია: მოამზადეთ ინფორმაცია ბოლო მენსტრუაციის თარიღის, ციკლის ხანგრძლივობისა და იმ მედიკამენტების შესახებ, რომელსაც იღებთ .
რა ხდება კაბინეტში?
- ანამნეზის შეკრება: ექიმი გეკითხებათ ჩივილებზე, ციკლის თავისებურებებსა და სქესობრივ ცხოვრებაზე.
- გინეკოლოგიური დათვალიერება: ტარდება სპეციალურ სავარძელში ერთჯერადი სარკის გამოყენებით.
- ნაცხისა და PAP-ტესტის აღება: უმტკივნეულო პროცედურაა მიკროსკოპული და ციტოლოგიური კვლევისთვის.
- ორხელით გამოკვლევა და ექოსკოპია: საშვილოსნოსა და საკვერცხეების ზომისა და სტრუქტურის შეფასება.
- დასკვნა და დანიშნულება: გინეკოლოგის კონსულტაცია სრულდება ინდივიდუალური რეკომენდაციების გაცემით.
რა ღირს გინეკოლოგის კონსულტაცია?
გინეკოლოგის კონსულტაცია და მისი ღირებულება დამოკიდებულია ექიმის კვალიფიკაციასა და ვიზიტის დროს ჩატარებულ დამატებით პროცედურებზე. დეტალური ფასების, მიმდინარე ფასდაკლებებისა და სერვისების სანახავად ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდს.
გინეკოლოგი დიდ დიღომში - კლინიკა „ინიციო“
თუ ეძებთ კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას, გინეკოლოგი დიდ დიღომში ხელმისაწვდომია მრავალპროფილურ კლინიკა „ინიციოში“. ჩვენ უზრუნველვყოფთ ქალთა ჯანმრთელობის სრულ ციკლს ერთ სივრცეში.
რატომ ირჩევენ კლინიკა „ინიციოს“?
- გამოცდილი გინეკოლოგები: მაღალკვალიფიციური გინეკოლოგები .
- ექოსკოპია და დიაგნოსტიკა ადგილზე: უახლესი თაობის ულტრაბგერითი აპარატურა.
- საკუთარი ლაბორატორია: ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრი სწრაფი პასუხებით.
- დღის სტაციონარი/ სტაციონარი : კომფორტული პალატები
ჩაეწერეთ გინეკოლოგთან კონსულტაციაზე
ხშირად დასმული კითხვები
1. რას მკურნალობს გინეკოლოგი?
გინეკოლოგი მკურნალობს ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს, ინფექციურ პროცესებს, ჰორმონალურ დარღვევებს, საშვილოსნოს მიომას, საკვერცხის კისტებს, ენდომეტრიოზს, პოლიპებსა და მენსტრუალური ციკლის დარღვევებს.
2. რით განსხვავდება მეან-გინეკოლოგი გინეკოლოგისგან?
ზოგადი გინეკოლოგი მკურნალობს დაავადებებს. მეან-გინეკოლოგი კი დამატებით მართავს ორსულობის დაგეგმვის, ორსულობის მიმდინარეობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ ადრეულ პერიოდს.
3. რა ასაკში უნდა მივიდეს გოგონა პირველად გინეკოლოგთან?
პირველი პროფილაქტიკური ვიზიტი რეკომენდებულია 13-15 წლის ასაკში. ჩივილების არსებობისას კი - ნებისმიერ ასაკში.
4. რამდენად ხშირად უნდა შემოწმდეს ქალი?
პროფილაქტიკური შემოწმება რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ.
5. შეიძლება თუ არა გინეკოლოგთან მისვლა მენსტრუაციის დროს?
გეგმური ვიზიტი მენსტრუაციის დროს არ არის რეკომენდებული. თუმცა, მწვავე ტკივილის ან ჭარბი სისხლდენის დროს ვიზიტი დაუყოვნებლივ უნდა შედგეს.
6. აუცილებელია თუ არა ვიზიტი, თუ არაფერი მაწუხებს?
დიახ, აუცილებელია, რადგან მრავალი გინეკოლოგიური პათოლოგია საწყის ეტაპზე სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
7. შემიძლია თუ არა ქალი გინეკოლოგის არჩევა?
დიახ, პაციენტს აქვს სრული უფლება, საკუთარი ფსიქოლოგიური კომფორტის მიხედვით აირჩიოს სასურველი სქესის ექიმი.
ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება რეგულარული პროფილაქტიკითა და სანდო ექიმის არჩევით. ნუ გადადებთ გინეკოლოგთან ვიზიტს სიმპტომების გამოვლენამდე - წლიური შემოწმება თქვენი მშვიდი და ჯანსაღი მომავლის გარანტია. ჩაეწერეთ კონსულტაციაზე კლინიკა „ინიციოში“ და მიიღეთ მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურება.