გასტროენტეროლოგია
პეპტიკური წყლული: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

პეპტიკური წყლული: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

რა არის პეპტიკური წყლული?

პეპტიკური წყლული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებაა, რომლის სიღრმე აღწევს სუბმუკოზურ შრემდე და დიამეტრი 5 მმ-ზე მეტია. თუ დაზიანება უფრო მცირეა, მას ეროზია ეწოდება.

პეპტიკური წყლულის მიზეზები

წყლულის განვითარება დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დამაზიანებელ და დამცავ ფაქტორებს შორის დისბალანსთან. ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • კუჭის მჟავა და პეპსინი – ხელს უწყობენ ლორწოვანი გარსის დაზიანებას
  • Helicobacter pylori ინფექცია – ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs) – ხანგრძლივი მიღება ზრდის წყლულის განვითარების რისკს
  • დამცავი მექანიზმების დარღვევა – პროსტაგლანდინების, ლორწოს, ბიკარბონატისა და სისხლის მიმოქცევის დაქვეითება ლორწოვან გარსში


პეპტიკური წყლულის სიმპტომები

ძირითადი სიმპტომები:

  • ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში
  • გულძმარვა
  • ბოყინი და შებერილობა


იშვიათი სიმპტომები:

  • ყაბზობა ან დიარეა
  • გულისრევა და ღებინება
  • სწრაფი დანაყრების შეგრძნება


კუჭის წყლული ხასიათდება ტკივილით, რომელიც ჩნდება საკვების მიღებიდან 20-30 წუთში და ქრება კუჭის დაცლის შემდეგ.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისას ტკივილი ჩნდება უზმოზე (ე.წ. "მშიერი ტკივილი"), განსაკუთრებით გამთენიისას ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.
⚠ საგანგაშო ნიშნებია: სისხლიანი ღებინება და შავი ფერის განავალი.

დიაგნოსტიკა

პეპტიკური წყლულის დიაგნოსტიკა ხდება შემდეგი მეთოდებით:

  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (ენდოსკოპიური კვლევა)
  • Helicobacter pylori-ის დიაგნოსტიკა (ბიოფსია, სეროლოგიური ტესტი, ფეკალური ანალიზი, სუნთქვის ტესტი)
  • სისხლის საერთო ანალიზი (ანემიის გამოსავლენად)
  • გასტრინის ანალიზი (მრავლობითი წყლულების შემთხვევაში)


მკურნალობა

მკურნალობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით.

  • Helicobacter pylori-ის ინფექციის არსებობის შემთხვევაში ინიშნება ერატიკაციული თერაპია
  • კუჭის მჟავიანობის შემცირება – გამოიყენება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (PPI), H2 ანტაგონისტები და აციდ-სუპრესიული თერაპია
  • აქტიური გასტროინტესტინული სისხლდენისას აუცილებელია დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია და ენდოსკოპიური მკურნალობა


რეკომენდაციები პაციენტებისთვის

  • მკაცრი დიეტა – უნდა გამოირიცხოს მკვეთრი, ცხიმიანი და მჟავე საკვები
  • NSAIDs-ის შეწყვეტა – აუცილებელია ალტერნატიული მკურნალობის შერჩევა
  • ანტიკოაგულანტების შეზღუდვა – მაღალი რისკის პაციენტებში საჭიროა ალტერნატიული თერაპია



ოფთალმოლოგია
მხედველობის გაუარესება და მისი კორექციის მეთოდები

მხედველობის გაუარესება და მისი კორექციის მეთოდები

მხედველობის პრობლემები 21 საუკუნის ტექნოლოგიებით გაჯერებულ ყოველდღიურობაში საკმაოდ ხშირია.
 
რეფრაქციის ანომალიებიდან განვიხილოთ მიოპია, ანუ ახლომხედველობა, როდესაც პაციენტი ახლომდებარე საგნებს კარგად ხედავს, დაშორებულს კი ბუნდოვნად. მიოპია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ახლომხედველობა ძირითადათ ვლინდება სასკოლო ასაკში (6-8 წლიდან).
 
 დამახასიათებელი სიმპტომებია:

  •  ცუდი მხედველობა შორ მანძილზე
  •  თვალწინ მოძრავი წერტილები
  •  თვალების დაღლა
  •  ხშირად გარეთა სიელმე

 
 მიოპიას ასევე შეიძლება მოჰყვეს გართულებები, რომლებიც ვლინდება შემდეგი სახით:

  •  ამბლიოპია
  •  მინისებრი სხეულის დესტრუქცია
  •  ბადურის დეგენერაციული ცვლილებები
  •  ბადურა გარსის ნახთქები

 
ოფთალმოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ - სწორი სათვალისა და კონტაქტური ლინზის შესარჩევად აუცილებელია ზუსტი დიაგნოზი. დიაგნოსტიკა საჭიროებს ხარისხიან, თანამედროვე ტექნოლოგიებს, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში მხედველობა SHIN-NIPPON - ის უახლესი თაობის აუტორეფრაქტომეტრით შეგიძლიათ შეიმოწმოთ.